როი კინი: “პოგბას ერთ სიტყვასაც კი ვერ დავიჯერებ”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა პოლ პოგბა “მანჩესტერ სიტისთან” მატჩის წინ პირდაპირ ეთერში გააკრიტიკა.
ფრანგმა ნახევარმცველმა “ევერტონთან” მარცხის შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” ზედიზედ რამდენიმე მარცხის შემდეგ საბრძოლო ხასიათი უნდა გამოავლინოს. ასევე, მან გულშემატკივრებს გვერდში დგომისათვის მადლობა გადაუხადა.
“მე მის ერთ სიტყვასაც კი ვერ დავიჯერებ, ეს არაფერს ნიშნავს. თუ გინდა, რომ კარგი თანაგუნდელი იყო, მაშინ შეტევაშიც უნდა გაიქცე და უკანაც დაბრუნდე. ამბობენ, რომ პოგბა “ევერტონთან” მატჩის შემდეგ გააკრიტიკეს. ისიც გავიგე, რომ მას თმის გელი ესროლეს”, – თქვა კინმა Sky Sports-ის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტისთან” ანგარიშით 0:2 დამარცხდა.