როი კინმა ასტონ ვილა დატოვა
როი კინმა “ასტონ ვილას” მთავარი მწვრთნელის, პოლ ლამბერტის ასისტენტის თანამდებობა დატოვა. 43 სპეციალისტის წასვლის შესახებ ინფორმაციას ბირმინგემული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ კინი მსგავს თანამდებობაზე ირლანდიის ნაკრებშიც მუშაობს, სადაც მარტინ ონილს ეხმარება.
“საბოლოოდ წასვლის მიზეზი ის გახდა, რომ კლუბში და ნაკრებში მუშაობას ვერ ვათავსებდი. პოლ ლამბერტს დიდ მადლობას ვუხდი და წარმატებებს ვუსურვებ. “ასტონ ვილაში” დიდი გამოცდილება მივიღე” – აღნიშნა კინმა.