როი კინმა გულშემატკივარი სცემა
ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა როი კინი მორიგი სკანდალის მონაწილე გახდა.
„The Guardian“-ის ინფორმაციით, კინთან ერთ-ერთი გულშემატკივარი მივიდა და ავტობიოგრაფიულ წიგნზე ავტოგრაფის დატოვება სთხოვა. შემთხვევა პატარა ქალაქ პორტმანროკში ირლანდიის ნაკრების ვარჯიშის დასრულების შემდეგ მოხდა. კონფლიქტის შედეგად, ყველაფერი ჩხუბით დასრულდა, დაზარალებული კი, საავადმყოფოში მიიყვანეს.
ამ საქმესთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო. განცხადება ირლანდიის ფეხბურთის ფედერაციამაც გაავრცელა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქმის დეტალები იცის, რის გამოც კინს თანადგომას უცხადებს.