როი კინმა ჯეიმი კარაგერი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის ეგიდით გამართულ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედი” გასვლაზე “ვესტ ჰემ იუნაიტედთან” დამარცხდა (2-0). მატჩის შემდეგ Sky Sports-ის ეთერში ეს თამაში ფეხბურთის ექსპერტებმა გაანალიზეს.
გულშემატკივრების განსაკუთრებული მოწონება იმ ეპიზოდმა გამოიწვია, რომელშიც როი კინმა ჯეიმი კარაგერს სიტყვა შეაწყვეტინა და უხერხულ მდგომარეობაშიც ჩააგდო.
“ვიცი, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” დღეს საშინლად გამოიყურებოდა, თუმცა ვითარება არც ისე საშინელია როგორც ჩანს. ზოგჯერ სიტუაციის გამოსასწორებლად ორი-სამი ფეხბურთელია საჭირო. ლუის სუარესი მახსენდება. ოთხი-ხუთი წლის მანძილზე “ლივერპული” მუდმივად მეექვსე ან მეშვიდე პოზიიას იკავებდა – ზუსტად იქ იყო, სადაც ახლა “იუნაიტედია” – სუარესის მოსვლის შემდეგ კი კინაღამ გაჩემპიონდა. ზოგჯერ ერთ ფეხბურთელს გარდამტეხი როლის თამაში შეუძლია,” – აცხადებდა კარაგერი, როდესაც როი კინმა სიტყვა შეაწყვეტინა.
“ჯეიმი, შენ უკვე თქვი, რომ კინაღამ გაჩემპიონდით. თქვენ ტიტული არ მოგიგიათ,” – მიმართა კინმა კარაგერს პირდაპირ ეთერში.
Roy Keane destroys Jamie Carragher 😂 [sky] #MUFC pic.twitter.com/2JEusMzIiz
— MUFC Scoop (@MUFCScoop) September 22, 2019