როინ კვასხვაძე: “ბავშვებს უხარიათ, მამა რომ სახლშია”

თარიღი: მაისი 2, 2020

თბილისის “დინამოს” მეკარეს როინ კვასხვაძეს კლუბშიც და ნაკრებშიც ძალიან დიდი კონკურენცია შეხვდა, მაგრამ კვასხვა “დინამოს” პირველი მეკარეა და ნაკრებში დაბრუნებასაც ელის. როინს პოეზია ძალიან უყვარს და ევროთასებზე ჯგუფში გასვლის იმედიც აქვს. Fanebi.com ფეხბურთელს დაუკავშირდა და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

– კორონავირუსმა საქართველოში და მთელ მსოფლიოში ყველაფერთან ერთად ფეხბურთიც შეაჩერა. როგორ ხართ?

– კი, ყველაფერი გაჩერდა, მაგრამ იმედია მალე გადაივლის და ყველაფერი დაუბრუნდება თავის რეჟიმს. მოუთმენლად ველოდები თამაშების დაწყებას. ძირითადად, რა თქმა უნდა, სახლში ვარ და ვცდილობ დავიცვა ყველა რეკომენდაცია.

– ყველა იმ ძალიან ბევრ უარყოფითთან ერთად, ვირუსმა გარკვეული დადებითი მოვლენებიც გამოიწვია. მთელი მსოფლიო კიდევ უფრო სოლიდარული გახდა, რითაც ქუთაისი ასე გამოირჩეოდა, თბილისში კი სუფთა ჰაერია. რა მოუტანა ფეხბურთს დადებითი კორონა ვირუსმა, თუ საერთოდ მოუტანა?

– ამ ეტაპზე არ შემიძლია ვთქვა რა დადებითი მოუტანა, ფეხბურთს განსაკუთრებით. ალბათ, ყველაფერი რომ დალაგდება, მერე უფრო გავიგებთ, რა იმოქმედებს დადებითად თუ უარყოფითად. თუმცა საერთოდ ვფიქრობ, ადამიანები კიდევ უფრო შეკრა და უფრო მეგობრულები და მზრუნველები გახადა. ჩემი აზრით, ყველამ დაინახა, მდიდარმაც და ღარიბმაც, რომ ერთმანეთისგან ამ პერიოდში გაცილებით მცირე რამ განასხვავებთ. მეტი სიყვარული გაჩნდა მსოფლიოში.

– ქუთაისის “ტორპედოდან” წასვლის დროს უცხოეთიდან თუ გქონდათ შემოთავაზებები?

– კი, მქონდა რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ ჩემთვის ყველანაირად ყველაზე მისაღები “დინამო” იყო.

– პირველი 3 მატჩი “დინამოს” შემადგენლობაში წარუმატებელი გამოდგა. სუპერთასზე წაგება და ელიგაში 2 ფრე. რა იყო ამის მიზეზი?

– ვფიქრობ, მეტი შეთამაშება გვაკლდა. ფაქტობრივად ახალი გუნდი გაკეთდა და გარკვეული დრო სჭირდება ახალი ტაქტიკის და ფილოსოფიის დანერგვას. რთულია ასეთ ცოტა დროში მოასწროს მწვრთნელმა, მაგრამ ყოველი თამაშის შემდეგ ნელ-ნელა წინ მივდიოდით სათამაშო სქემის დახვეწასთან.

– გუნდში 3 მაღალი დონეს მეკარეა. პერალესი, რომელიც გასულ წელს საუკეთესოდ დაასახელეს, მიგინეიშვილი ათწლეულზე მეტია სტაბილურია და თქვენ. “დინამოში” გადასვლისას იფიქრებდით რომ ასეთი კონკურენცია იქნებოდოდა? 

– გეთანხმები. ორივე ძალიან მაგარი მეკარეა, მაღალი დონის. რა თქმა უნდა, ვიცოდი და მზად ვიყავი, რომ ჯანსაღი კონკურენცია იქნებოდა და მოდუნების საშუალება არ მომეცემოდა. ბედნიერი ვარ, ისინი ჩემთან ერთად თამაშობენ და კიდევ ბევრს ვისწავლი მათგან. ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, რაც ძალიან მეხმარება ჩემი მაქსიმუმი ვანახო.

– “დინამო” საქართველოს სახელს ჩემპიონთა ლიგაზე წარადგენს. შეუძლია ამ შემადგენლობას ევროთასებზე ჯგუფში გასვლა?

– იქედან გამომდინარე, რომ შეუძლებლად არაფერი მიმაჩნია, თუ მიზნად დაისახავ და იმოქმედებ, ყველაფერი შესაძლებელია. ერთადერთი რაც გვჭირდება, ჩვენი თავის რწმენაა. ფეხბურთია და ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს. თუ გამოცდილი ფეხბურთელებით გავძლიერდებით, ეს კიდევ უფრო შეგვიწყობს ხელს.

– გუნდში დავით ხარაბაძეზე (“დინამოსა” და საქართველოს ნაკრების ექიმი) უკეთ რომელიმე ფეხბურთელი თუ ხუმრობს?

– სხვათაშორის, ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვყავს, ვისაც იუმორის ნიჭი აქვს. მეც კარგი იუმორით გამოვირჩევი, მაგრამ დათოზე ხელებს ვწევ.

– გასული სანაკრებო წელი ტრავმის გამო გაგიცდათ. მიუხედავად “დინამოს” წარუმატებელი გამოსვლისა, თქვენ საკმაოდ კარგ ფორმაში შეხვედით. ელოდებით ნაკრებში დაბრუნებას?

– მაქსიმალურად ვცდილობდი ფორმის მაქსიმუმს მიმეღწია და რაღაც დონეზე მართლაც მივუახლოვდი, მაგრამ ოპტიმალურ ფორმაში ჯერ ვერ ვიყავი. ბოლო თამაშებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, კარგად გამოვიყურებოდი და რა თქმა უნდა, იმედი მაქვს ნაკრებში დაბრუნების.

– როგორ ატარებთ დროს თვითიზოლაციის პირობებში? 

– ძირითადად, ბავშვებთან მიწევს ყოფნა და ძალიან უხარიათ, მამა რომ სახლშია. სახლის პირობებში ვვარჯიშობ და ვცდილობ რაღაც დონეზე კონდიციები შევინარჩუნო. სერიალ “სამშობლოს” ვუყურებ. ძალიან მომწონს და გირჩევთ უყუროთ. საკმაოდ სააზროვნო და დაძაბული სერილია.

– ბოლოს ლექსი როდის დაწერეთ?

– დიდი ხანია არ დამიწერია

– ყველაზე მეტად ვისი პოეზია გხიბლავთ?

– ვაჟას.

– თვითიზოლაციიდან გასვლის შემდეგ პირველი რას გააკეთებთ?

– ყველაზე მეტად რაც მენატრება, მოედანზე გასვლა და ვარჯიშია.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ტიბო კურტუამ პენალტი ფანტასტიკურად მოიგერია (ვიდეო)

მადრიდის “რეალი” სუპერთასის გამარჯვებული გახდა. 86-ე წუთზე “რეალის” კარში პენალტი დანიშნა, მაგრამ კურტუამ ძალიან მაგარი [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია: “ფეხბურთი “რეალის” ამ ფეხბურთელმა შემაყვარა”

ხვიჩა კვარაცხელიამ გადაცემაში “ნოესთან” მის საყვარელ გუნდზე და ფეხბურთელზე ისაუბრა. “ერთ-ერთი მეოცნებე ბიჭია, რომელმაც ბავშვობიდან [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია: “მთავარი ადამიანი ჩემს წარმატებაში მამუკა ჯუღელია”

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ გადაცემაში “ნოესთან” მამუკა ჯუღელზე ისაუბრა. &#...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ევერტონმა” ბენიტესი გუნდიდან გაუშვა

“ევერტონის” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რაფაელ ბენიტესი გაათავისუფლა. 61 წლის ესპანელი სპეციალისტი “კანფეტებს...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კობიაშვილი: “ქართულ ფეხბურთში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ეროვნულ ლიგაში არსებულ სიტუაციაზე გადაცემა “სპორტი იმედზე” ისაუბრა. “...
წაკითხვა
ფეხბურთი

შევჩენკო ახალ მიწვევებს უკვე იღებს

იტალიური “ჯენოადან” ახლახან გათავისუფლებული ანდრეი შევჩენკო, როგორც ჩანს, უმუშევარი დიდხანს არ დარჩება. 45 წლის უკრაინელ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ინტერი” დიბალას 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა პაულო დიბალამ კარიერა შესაძლოა, მილანის “ინტერში” გააგრძელოს. 28 წლის არგენტინელი ფეხბურთელ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჯენოამ” შევჩენკო გუნდის თავკაცის პოსტიდან გაათავისუფლა

“ჯენოას” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანდრეი შევჩენკო გაათავისუფლა. “კლუბი მადლობას უხდის ანდრეი შევჩენკოსა და...
წაკითხვა
ფეხბურთი

პერესის გეგმები – ჰალანდი 150 მილიონად, მბაპე უფასოდ

დორტმუნდის “ბორუსია” ერლინგ ჰალანდზე სერიოზულ ზეწოლას ახდენს გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე მიიღოს და Bild-ის ინფორმაციით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქუთაისის “ტორპედოს” ეროვნულ ლიგაში უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს

ქუთაისის “ტორპედოს” ტრანსფერების განხორციელების შემდეგ ეროვნულ ლიგაში ძალიან მაგარი შემადგენლობა აქვს და თითო პოზიციაზე მინიმუმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპული” სალაჰის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს

“ლივერპულსა” და გუნდის თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰს შორის შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივების შესაძლებლობას საფრთხე დაემუქრა. ბრიტანული გა...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ხდება შოთა არველაძის თავს?

48 წლის სპეციალისტმა 2020 წელს ტაშკენტის “ფახთაქორი” დატოვა და მას შემდეგ ისვენებს. გავრცელებული ინფორმაცია, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავით თარგამაძე 32 წლის ასაკში საუკეთესო ფიზიკურ ფორმაშია (ფოტოები)

32 წლის დავით თარგამაძე, რომელმაც კარიერა გასულ წელს დაამთავრა, ძალიან მაგარ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება. თარგამაძე, […]...
წაკითხვა