როინ კვასხვაძე: “ყველაფერი მაგრად იქნება”
ქუთაისის “ტორპედოს” ყოფილმა კაპიტანმა, როინ კვასხვაძემ თბილისის “დინამოში” გადასვლის შემდეგ ქუთაისელ გულშემატკივარს მიმართა.
“ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქუთაისის “ტორპედოს” და იქ მომუშავე ყველა ადამიანს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ძალიან დიდ სირთულეებს მაგრად ედგნენ და იბრძოდნენ, რომ ეს ყველაფერი რაც ამ ხნის განმავლობაში შეიქმნა, გადარჩენილიყო. იმედს ვიტოვებ, აუცილებლა დადგება ქუთაისის “ტორპედო” ფეხზე. აუცილებლად სჭირდება “ტორპედო” ქალაქს და რა თქმა უნდა, ჩვენ ჩემპიონატს, იმ ადამიანებს, ვისაც ამ ქალაქში ძალიან უყვარს ფეხბურთი და არასდროს მიუტოვებიათ გუნდი და ყველა იმედგაცრუებაზე ფარხმალი არასდროს დაუყრიათ. იმ გულშემატკივრებზე მაქვს საუბარი, დღედაღამე, რომ იბრძოდნენ და ქომაგობდნენ თავის საყვარელ გუნდს და კიდევ ერთხელ ძალიან მადლობა ამ სიყვარულისთვის და სიამოვნებისთვის, რაც ამ წლების განმავლობაში დამიგროვდა. კიდევ ერთხელ წარმატებები ქუთაისის “ტორპედოს”, ყველაფერი მაგრად იქნება”, – დაწერა კვასხვაძემ სოციალურ ქსელში.
როინმა “დინამოსთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.