როინ კვასხვაძემ “შერიფთან” მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკავლიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონი, ქუთაისის “ტორპედო” ათ ივლისს საკუთარ მოედანზე მოლდოვის ჩემპიონს, ტირასპოლის “შერიფს” დაუპირისპირდება. იმერელთა კაპიტანმა, როინ კავსასხვაძემ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
“საბრძოლოდ ვართ მომზადებულნი. ყველამ ვიცით, როგორი რთული მატჩი გველოდება წინ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ფეხბურთელი დავიმატეთ, ვფიქრობ, შეუთამაშებლობის პრობლემა არ გვექნება, რადგან ეს ფეხბურთელები წლებია ერთმანეთს ვიცნობთ, ერთად გვითამაშია კიდეც. შესაბამისად, ეს ფაქტორი ხელს შეგვიწყობს იმაში, რომ შეთანხმებულად ვიმოქმედოთ მოედანზე.
შევისწავლეთ მეტოქის როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარეები და სწორედ ამ სუსტი მხარეების გამოყენებას ვეცდებით ხვალ. გვინდა, ხვალინდელი მატჩი წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს შემდეგი ეტაპისთვის,” – ამბობს კვასხვაძე.
“ტორპედოს” ოფიციალური გვერდი