როისი: “მატჩი საკმაოდ თანაბარი გამოდგა”
როგორც დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი მიიჩნევს, ანგარიში (3-0) სრულიად არ შეესაბამებოდა მოენდაზე არსებულ მდგომარეობას.
“ბუნებრივია, გამარჯვებით ძალზე გახარებულნი ვართ. ეს ჩვენი მიზანი იყო. მატჩი საკმაოდ თანაბრად წარიმართა. უბრალოდ ჩვენი საგოლე მომენტები ძალიან გამძაფრებული იყო. გვინდოდა კარის მშრალად შენარჩუნება და მეტოქეთა შეცდომებს დაველოდეთ”, – აცხადებს მარკო როისი.
“ჩვენ გატანის სურვილი გვქონდა და ეს შევძელით კიდეც. გვესმის, რომ პირველი ნახევრის შემდეგ “მარსელი” გასახდელში ძალიან ცუდ ხასიათზე გავიდა. მეორე გოლის გატანას საერთოდ არც ვგეგმავდი. ჩემდა საბედნიეროდ, ბურთი უბრალოდ კარში შევიდა”, – დაასრულა გერმანელმა ფეხბურთელმა.
სანდრო საპანაძე