როისმა ვარჯიში განაახლა
26 წლის ფეხბურთელი მინდორზე დაბრუნებასთან ახლოსაა.
მოგეხსენებათ, დეკემბრის თვის შუა რიცხვებში, “აინტრახტის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, მარკო როისმა დაზიანება მიიღო, რის გამოც უკვე რამდენიმე კვირაა, თავისი გუნდის დახმარებას ვერ ახერხებს.
როგორც ცნობილია, გერმანელი ნახევარმცველი უკვე სრულიად გამოჯანმრთელებულია და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს უკვე შეუდგა.
აქედან გამომდინარე, მომდევნო მატჩში, რომელსაც დორტმუნდის “ბორუსია” მიონხენგლადბახის “ბორუსიას” წინააღმდეგ ჩაატარებს, როისი მონაწილეობის მიღებას შეძლებს.