როჯერის 100 ტიტული: “მაესტროს” წარმატების გზა ციფრებმაც აღწერეს
18 წელი, 20 დიდი სლემი, 50 დამარცხებული მეტქოე.
37 წლის ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა, როჯერ ფედერერმა, შაბათს 20 წლის სტეფანსონ ციციპასი დაამარცხა და თავისი კარიერის რიგით მეასე ტიტულს დაეუფლა. “მაესტრომ” საიუბილეო ტურნირი ბაზელში, საკუთარ სამშობლოში, მოგებული გათამაშებიდან ხუთ თვეში მოიგო.
• 4 საყვარელი გათამაშება – ფედერერს ყველაზე მეტად “უიმბლდონზე”, დუბაის, ბაზელისა და ჰალეს ღია პირველობაზე უყვარს თავის გამოჩენა. თითოეული მათგან რვაჯერ, ან მეტჯერ აქვს მოგებული.
• 7 – ბოლო, რიგით მეასე ტიტული ფედერერმა მსოფლიოს რიგით მეშვიდე ჩოგბურთელის რანკში მოიგო.
• 5 – ასიდან სწორედ ამ რაოდენობის ტურნირის ფინალში დაამარცხა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს პირველი ჩოგანი. სამ შემთხვევაში ამ სტატუსს რაფა ნადალი იცავდაა (მადრიდსა და შანჰაიში), ორჯერ – ნოვაკ ჯოკოვიჩი (დუბაისა და ციცინატში).
• 9 – სწორედ ცხრა ტიტული აშორებს ვეტერან ჩოგბურთელს ჯიმი კონორსის საუკუნის რეკორდამდე.
• 15 ფინალში მოგებული 100-დან, როჯერი სეტს აგებდა და ქამ-ბექის შესრულება მოუწია. 67 შემთხვევაში კი მას ფინალის ერთი სეტიც კი არ დაუთმია.
• 18 წლის წინ – ფედერერმა თავისი პირველი ტიტული მოიგო – მილანში მან იულიენ ბუტიერი დაამარცხა, რომელიც მის ბოლო მეტოქე ციციპასზე 24 წლით უფროსია.
• 19 – როჯერმა ჩემპიონობა 19 სხვადასხვა ქვეყანაში იზეიმა. ყველაზე მეტჯერ – ამერიკასა (22) და გერმანიაში (15). დიდ ბრიტანეთსა და შვეიცარიაში კი ორივეგან 10-ჯერ.
• 19 – დაწყებული 19 წლიდან, როჯერი ყოველ წელს მინიმუმ ერთ ტიტულს იგებდა. ყველაზე მეტი 23 წლის ასაკში მოიგო (11), 22 და 25 წლის ასაკში კი 10-10.
• 20 დიდი სლემი – 8 “უიმბლდონი”. 6 ავსტრალიის ღია პირველობა, 5 ამერიკის ღია პირველობა და ერთი “როლან გაროსი”. 27 ტიტული “მასტერსის” სერიიდან გახლავთ.
• 25 ქვეყანა – რეკორდსმენ როჯერს, ფინალებში 25 ქვეყნის წარმომადგენელი ყავს დამარცხებული. ყველაზე მეტჯერ – ამერიკელი (15), ესპანელი (14) და რუსი (8).
• 25 პენსიონერი – ფინალებში დამარცხებული 50 მეტოქიდან მათი ნახევარი უკვე აღარ თამაშობს.
• 46 – მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსით ფედერერს 46 ტიტული აქვს მოგებული. სადებიუტო ტიტულის მოგებისას, 18 წლის წინ, ის მსოფლიო რეიტინგის 27-ე ჩოგანი იყო.
• 57 შემთხვევაში ფედერერმა ფინალში რეიტინგის ათეულსი მყოფი ჩოგბურთელი დააამარცხა.
• 68 ფინალში შვეიცარიელს უფრო ახალგაზრდა ჩოგბურთელის წინააღმდეგ მოუწია თამაში. როდესაც ფედერერი თავის პირველ ტურნირზე გამოდიოდა (1996 წელს), სტეფანოს ციციპასი სულ რაღაც ორი წლის გახლდათ.