როჯერსი: “ეს იყო აშკარა პენალტი”
“ჩელსისთან” საკუთარ კედლებში 1:2 ანგარიშით დამარცხების შემდეგ, მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი აცხადებს, რომ მის გუნდს გარი კეჰილის ხელით თამაშის გამო, აშკარა თერთმეტმეტრიანი არ დაუნიშნეს.
როდესაც ანგარიში 1:2 იყო, მასპინძელთა კაპიტნის სტივენ ჟერარდის დარტყმული მეკარის საჯარიმოში, გარი კეჰილს ხელზე მოხვდა, თუმცა ეს მომენტი მთავარი არბიტრის ენტონი ტეილორისთვის უყურადღებოდ დარჩა. შესაბამისად როჯერსის გუნდს აშკარა პენალტი არ დაუნიშნეს.
“ჩვენ აშკარად არ გაგვიმართლა. ვფიქრობ ეს აშკარა თერთმეტმეტრიანი იყო. ბიჭებმა თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი დადეს და ისინი მინიმუმ ერთ ქულას მაინც იმსახურებდნენ.”
“სამწუხაროდ, ბოლო თამაშებში საკმაოდ ცუდი შედეგი ვაჩვენეთ. ეს მართლაც მძიმე კვირა იყო.”
“ჩვენ კარგი მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ვფიქრობ ყველაფერი ძალიან მალე გამოსწორდება და ჩვენი ტრავმირებულებიც მალე დაბრუდნებიან. მე არ მაქვს ჯადოსნური ფორმულა, მაგრამ ჩვენს ხელთ ბრწყინვალე მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია.”–განაცხადა ბრიტანელმა მენეჯერმა