როჯერსი: “გუნდში ყველაფერი ნორმალურადაა”

თარიღი: დეკემბერი 16, 2014

“ლივერპულის” მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

“პრესაში გუნდში არსებულ ვითარებაზე ბევრი იწერება, თუმცა მინდა გითხრათ, რომ კოლექტივში ყველაფერი ნორმალურადაა.

უბრალოდ, გასულ სეზონში ეს ფეხბურთელები ჩემპიონატის მოგებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, ამიტომ წელს არსებული მდგომაროება მათ არ მოსწონთ.

საკუთარ თავში ძალებს მოვძებნით და სეზონის მეორე ნახევარს მაღალ დონეზე ჩავატარებთ” – განაცხადა როჯერსმა.

 

მსგავსი სიახლეები