როჯერსი: ” კლოპს ჩემსავე სახლში შევხვდი, ჩვენ ბენტეკესა და ლევანდოვსკიზე ვისაუბრეთ”
“ლივერპულის” ყოფილმა თავკაცმა, ბრენდან როჯერსმა აღნიშნა, რომ ის იურგენ კლოპს საკუთარ სახლში შეხვდა, სადაც ორმა სპეციალისტმა საკმაოდ თბილად ისაუბრეს.
“თავდაპირველად, როდესაც მე წავედი და მწვრთნელის პოსტი კლოპმა ჩაიბარა, ჩვენ ერთად დავჯექით და ბევრი ვისაუბრეთ.
იურგენი ნამდვილად კარგი “ტიპია”. მე მზად ვარ, რომ მას ყველაფერში დავეხმარო.
ჩვენ რობერტ ლევანდოვსკიზეც ვისაუბრეთ: ” პრემიერ ლიგაში მას ისეთი შანსი ვერ ექნებოდა, როგორიც გერმანიაში ჰქონდა. პირველ სეზონში მან 8 გოლი გაიტანა. წარმოგიდგენიათ, მსგავსი რამ ინგლისში რომ გაეკეთებინა?”
მე კი ვურჩიე, რომ ბენტეკესთვის დრო მიეცა: “ობამეიანგი სამი წლის განმავლობაში ძლიერდებოდა, საბოლოოდ კი მშვენიერ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. მიეცი დრო ბენტეკესაც და ის დაამტკიცებს, რომ მსოფლიოს დონის თავდამსხმელია”, – თქვა როჯერსმა.