როჯერსი: „სტერლინგი ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია“
ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტურში „ნორვიჩ სიტისა“ და „ლივერპულს“ შორის გამართული მატჩის (2:3) შემდეგ, მერსისაიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა კლუბის ნახევარმცველ რაჰიმ სტერლინგის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შეხვედრაში 19 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა დუბლი გაახერხა. საერთოდ კი, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში სტერლინგის ანგარიშზე 30 მატჩში 9 გატანილი გოლია.
„სტერლინგი ნამდვილად არის ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე. ვერ ვხედავ ვინმეს, რომელიც მას პოტენციალით აღემატებოდეს. რა თქმა უნდა, რაჰიმის თანატოლი ნიჭიერი ფეხბურთელები სხვა კლუბებში თამაშობენ, მაგრამ სტერლინგი მათ შორის საუკეთესოა. ძალიან გაგვიმართლა, რომ ასეთი მოთამაშე გვყავს. ვფიქრობ, როი ჰოჯსონი მას მსოფლიოს ჩემპიონატის ძირითად განაცხადში შეიყვანს“, – განაცხადა როჯერსმა.
ბექა დოგრაშვილი