როჯერსი: “ვარსკვლავების მოზიდვა უჩლ-ს გარეშე გაგვიჭირდება”
“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, ბრენდან როჯერსი მიიჩნევს, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის გარეშე ვარსკვლავების მოზიდვა გაუჭირდება.
“მანჩესტერთან” და “არსენალთან” მარცხის შემდეგ, მერსისაიდელები ჩემპიონთა ლიგის ზონას 8 ქულით დაშორდნენ.
ცოტა ხნის წინ, ჩრდილო-ირლანდიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ მას ვარსკვლავების მოყვანა სურს და არა პერსპექტიული ახალგაზრდების. საინტერესოა, რამდენად გამოვა ეს უჩლ-ზე თამაშის გარეშე.
“ლივერპული – დიდებული გუნდი, რომელშიც ყველას სურს თამაში, მაგრამ მათ ჩემპიონთა ლიგაზეც ასპარეზობას უნდათ. ეს დიდი პრობლემაა”.
“ჩვენ ვიცით, რომ დიდი მუშაობა საჭირო იმისთვის, რათა სტაბილურები გავხდეთ. გვსურს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, ეს დასახული მიზანია, მაგრამ წელს ნაკლებად სავარაუდოა”.
“არ მოველი კონკურენტების ჩავარდნას. ამას ემატება ჩვენი დისკვალიფიცირებული და ტრავმირებული ფეხბურთელების სიაც. დავკარგეთ ბევრი ფეხბურთელი, ასევე ლიდერი – ლუის სუარესი. კლუბში ცვლილებები მოხდა”.
“ვაკვირდები “არსენალს”. მათ ჰყავთ უამრავი, უმაღლესი დონის მოთამაშე. ასევე, სკამზე ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი. იმისთვის, რომ ასეთ შედეგს მივაღწიოთ, მუშაობა უნდა განვაგრძოთ,”-დასძინა ბრენდან როჯერსმა.