როხო მომდევნო მატჩში მიიღებს მონაწილეობას
“მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელმა განაცხადა, რომ კლუბის ახალწვეული მარკოს როხო 14 სექტემბრამდე მიიღებს ვიზას. შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს “წითლები” “ქუინზ პარკ რეინჯერსს” დაუპირისპირდებიან.
როხო უკვე კვირაზე მეტია, რაც “იუნაიტედის” შემადგენლობაში ჩაირიცხა “სპორტინგიდან” 16 მილიონ ფუნტად. მარკოსი მანჩესტერში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ტურისტული ვიზით ჩაფრინდა და ახლა ის მადრიდში იმყოფება, რომ სამუშაო ვიზა მიიღოს.
როხოს სამუშაო ვიზის მიღება აფერხებს, მისი კონფლიქტი მეზობელთან, რომელიც 2010 წელს მოხდა. ფეხბურთელის აგენტმა კი BBC-თან განაცხადა, რომ როხოს ვერაფერი შეუშლის ხელს, რომ “იუნაიტედში” ითამაშოს.
ვან გაალმა კი განაცხადა, რომ როხოს მომდევნო მატჩში უკვე შეეძლება კლუბის დახმარება:“ეს უბრალოდ დროის საკითხია. მე უდიდესი კლუბის მწვრთნელი ვარ მაგრამ კანონების შეცვლა არ შემიძლია. მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ “ქპრ”-სთან მას უკვე ექნება ვიზა.”
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/