“რომა” იოვეტიჩის შეძენას აპირებს
“მანჩესტერ სიტის” და მონტენეგროს ნაკრების 24 წლის ფეხბურთელი სტევან იოვეტიჩი შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს. უცხოური პრესის ცნობით, ფორვარდისადმი ინტერესს “რომა” იჩენს. აღსანიშნავია, რომ რომაული კლუბის პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა პირადად არის დაინტერესებული ტრანსფერის განხორციელებასი.
შესაძლო შეთანხმებას რეალურს ისიც ხდის, რომ იოვეტიჩის აგენტ ფალი რამადანის “რომას” ხელმძღვანელობასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აკავშირებს.