„რომა“„იუვენტუსს“ ერთი ქულით ჩამორჩება
იტალიის სერია ა-ს მე-15 ტურში ჯენოამ „რომა“ მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხა. მატჩის 29-ე წუთზე საჯარიმოში თამაშის წესის დარღვევის გამო შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ლუკა ბანტიმ გენუელთა მეკარეს მატია პერინს წითელი ბარათი უჩვენა, თუმცა დანიშნული თერთმეტმეტრიანის გამოყენება ადემ ლიაიჩმა ვერ მოახერხა. „ჯალოროსიმ“ პირველ ტაიმში თავისი მაინც გაიტანეს – 41-ე წუთზე მაიკონის პასის შემდეგ რაჯა ნაიგოლანმა ბრწყინვალე გოლით ანგარიში გახსნა.
მეორე ნახევარი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ დამატებით დროში „ჯენოამ“ გოლი გაიტანა, თუმცა გვერდითა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, რომელიც ცოტა საეჭვო იყო.
ასეა თუ ისე, „რომამ“ არც ისე ადვილი გამარჯვება მოიპოვა, რომლის წყალობითაც პირველ ადგილზე მყოფ „იუვენტუსს“, რომელმაც დღეს „სამპდორიასთან“ ფრედ 1:1 ითამაშა, ერთი ქულით მიუახლოვდა.