“რომა” ნაინგოლანისა და პიანიჩის შესანარჩუნებლად მზადაა რუდიგერი “ჩელსიში” გაუშვას
“რომამ” შესაძლოა ანტონიო რიუდიგერი ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობას შესთავაზოს, რათა რაჯა ნაინგოლანისა და მირალემ პიანიჩის შენარჩუნების შანსები კიდევ უფრო გაზარდოს.
“ჯალოროსი” იძულებულია წელს ერთ დიდ ფეხბურთელს მაინც შეელიოს, რომელიც დიდი ალბათობით სწორედ ნახევარდაცვიდან იქნება. თუმცა, რომაელთა დირექტორმა, ვალტერ საბატინიმ სხვაგვარი გამოსავალი იპოვა ამ სიტუაციიდან.
როგორც იცით, რუდიგერი გერმანული “შტუტგარტის” რიგებში ირიცხება, თუმცა არენდის წესით “ოლიმპიკოზე” აქვს ბინა დადებული. მისი გამოსყიდვა იტალიურ მხარეს 9 მილიონ ევროდ შეუძლია. რომელსაც შემდეგში “ჩელსის” შესთავაზებენ, რომელიც მზადაა 20 მილიონი ევრო გადაიხადოს, ფეხბურთელს კი 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს, წელიწადში 3 მილიონის ოდენობის ხელფასით.
მართალია, რომ გერმანელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ძალიან ბევრის გაკვირვება მოახერხა, მაგრამ რომში მიიჩნევენ, რომ პიანიჩის ან ნაინგოლანის დაკარგვას მისი გაწირვა სჯობს.