“რომა” “ფეინოორდს” დაუზავდა
რომში გამართული ევროპა ლიგის პირველი 1/16 ფინალური შეხვედრა ადგილობრივ “რომასა” და როტერდამის “ფენიოორდს” შორის ფრედ, 1:1 დასრულდა.
ანგარიში 22-ე წუთზე ჟერვინიოს გოლით გაიხსნა და რომაელებმა ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგეს. მეორე ნახევარი კი სტუმრების იყო. 55-ე წუთზე კაზიმ-რიჩარდსმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.
განმეორებით შეხვედრას როტერდამი 27 თებერვლას უმასპინძლებს.
რომა 1-1 ფეინორდი
გოლები: ჟერვინიო 22′ (1:0); კაზიმ-რიჩარდსი 55′