“რომა” პიანიჩს არ გაყიდის
“რომას” ხელმძღვანელობამ ფრანგულ “პსჟ”-ს ბოსნიელი ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის ტრანსფერზე უარი უთხრა. პარიზული კლუბის ბოსებმა რომაელებს ოფიციალური წინადადებით მიმართეს, მაგრამ უარი მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ პიანიჩის კონტრაქტი “რომასთან” 2015 წლამდეა გათვლილი. რომაული კლუბის ხელმძღვანელობა კონტრაქტის გახანგრძლივებას ლამობს, მაგრამ ბოსნიელი ფეხბურთელი გადაწყვეტილების მიღებას ჯერ არ ჩქარობს.