“რომა” “რივერის” მცველით დაინტერესდა
“რომაული” კლუბი რამირო ფუენსა-მორისთვის იბრძვის. ნიჭიერი მოთამაშე ზაფხულში ევროპაში აპირებს გადაბარგებას და ამჟამად სასურველ კლუბს ირჩევს.
“რივერ პლეიტის” ცენტრალური მცველისთვის რომაელებთან ერთად “ფიორენტინა”, “ლაციო” და “ნაპოლიც” იბრძვიან.
გავრცელებული ინფორმაციით “რომას” სპორტული დირექტორი ვალტერ საბატინი ამ ტრანსფერზე პირადად მუშაობს.