“რომამ” “ლივერპული” დაამარცხა (ვიდეო)

თარიღი: აგვისტო 2, 2016

2 აგვისტოს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ერთმანეთს “ლივერპული” და “რომა” დაუპირისპირდნენ.

ინგლისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა აღნიშნულ მატჩში 23 ფეხბურთელი ათამაშა, ლუჩიანო სპალეტიმ კი – 16.

შეხვედრაში ანგარიში 29-ე წუთზე ედინ ჯეკომ გახსნა – რომაელთა თავდამსხმელმა თანაგუნდელის არცთუ ისე კარგი გადაცემის შემდეგ ბურთი შესანიშნავად დაამუშავა და მანინგერს გაუტანა. პირველი ტაიმის მიწურულს, “ლივერპულის” ნახევარმცველმა, შეი ოჯომ დეიან ლოვრენის პასი გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ნახევარში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა. 62-ე წუთზე მოჰამედ სალამ დასწრებაზე კარგად ითამაშა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

“ლივერპული” – “რომა” 1:2

მსგავსი სიახლეები