“რომამ” “პორტუ” მინიმალური სხვაობით დაამარცხა (ვიდეო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “რომასა” და “პორტუს” შორის პირველი მატჩი გაიმართა. “სტადიო ოლიმპიკოზე” ჩატარებული შეხვედრა იტალიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
წყვილის საპასუხო მატჩი “დრაგაუზე”, 6 მარტს გაიმართება.
ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (I მატჩი)
“რომა” — “პორტუ” 2:1 (0:0)
გოლები: ძანიოლო 70′, 76′ — ადრიან ლოპესი 79′