„რომამ“ წაუგებელი სერია ბოლო წუთზე გააგრძელა, „ინტერი“ სახლში „სამპდორიას“ დაუზავდა

თარიღი: დეკემბერი 1, 2013

მოგეხსენებათ, იტალიის სერია ა-ს მე-14 ტური გუშინ დაიწყო. „პარმამ“ შინ „ბოლონიასთან“ ფრედ – 1:1 ითამაშა. იგივე ანგარიშით „ჯენოასა“ და „ტორინოს“ მატჩი დასრულდა.

დღეს კი, როგორც უკვე გაცნობეთ, „მილანმა“ სტუმრად ბოლო ადგილზე მყოფ „კატანიას“ 1:3 სძლია.

ბერგამოში „ატალანტამ“ მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით წაუგებელი „რომა“ მიიღო. ანგარიში მატჩის 51-ე წუთზე ბრივიომ გახსნა. მასპინძლები შეხვედრას მსაჯის მიერ კომპენსირებულ დრომდე იგებდნენ. საბოლოოდ, ანგარიში „ჯალოროსის“ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა კევინ სტროოტმანმა გაათანაბრა, რომელმაც თავისი გუნდის წაუგებელი სერია გააგრძელა.

„ატალანტა“ – „რომა“ 1:1
გოლები: ბრივიო 51′ – სტროოტმანი 90′

„ატალანტა“: კონსილი; სკალონი (ლუკინი 75′), დელო გროსო (ბონავენტურა 30′), კანინი, ბრივიო; კაცოლა, ჩიგარინი, კარმონა; მორალესი, დენისი, ბრიენცა (კონე 66′)

„რომა“: დე სანკტისი; მაიკონი, ბენატია, კასტანი, დოდო; მარკინიო (პიანიჩი 62′), დე როსი (ლიაიჩი 57′), სტროოტმანი, ბრედლი; ფლორენცი (რიჩი 87′), ჟერვინიო

გაფრთხილებები: ჩიგარინი, კანინი, დენისი – ბენატია, ლიაიჩი

3 ქულის მოპოვება ვერც მილანის „ინტერმა“ მოახერხა, რომელმაც ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე გენუის „სამპდორია“ მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ანგარიში ასევე ბოლო წუთებზე გათანაბრდა. არადა, მასპინძელთათვის ყველაფერი კარგად დაიწყო – მე-17 წუთზე ანგარიში ფრედი გუარინმა გახსნა. საბოლოოდ, წონასწორობა 89-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა რენან ფერნანდეს გარსიამ აღადგინა.

„ინტერი“ – „სამპდორია“ 1:1
გოლები: გუარინი 17′ – რენანი 89′

„ინტერი“: ჰანდანოვიჩი, კამპანიარო, როლანდო, ჟუან ჟესუსი, ჟონათანი, ტაიდერი (კოვაჩიჩი 63′), კამბიასო, ალვარესი (ბელფოდილი 85′), ძანეტი, გუარინი (მუდინგაი 82′), პალასიო

„სამპდორია“: და კოსტა, დე სილვესტრი, მუსტაფი, გასტერდელო (რეჯინი 43′), ანდრეა კოსტა, პალომბო, ობიანგი (რენანი 86′), გაბიადინი, ედერი, სორიანი, პოცი (სანსონე 73′)

გაფრთხილებები: ალვარესი, კამპანიარო, გუარინი – გაბიადინი, ანდრეა კოსტა, ედერი

სხვა მატჩები შედეგები:

„კალიარი“ – „სასუოლო“ 2:2
გოლები: ნენე 73′, საუ 87′ – მარცორატი 14′, ძაძა 20′

„კიევო“ – „ლივორნო“ 3:0
გოლები: რიგონი 36, თერუ 56′, პალოსკი 79′

დღეს ტურის კიდევ ერთ შეხვედრა გაიმართება – „იუვენტუსი“ „უდინეზეს“ მიიღებს. ხვალ „ფიორენტინა“ „ვერონას“ უმასპინძლებს, ხოლო ზეგ ერთმანეთს რომის „ლაციოსა“ და „ნაპოლის“ ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან.

ალექსანდრე მატევოსოვი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

პაოლო მალდინის რეაქცია დანიელის სადებიუტო გოლზე (ვიდეო)

25 სექტემბერი მალდინების ოჯახისთვის მნიშვნელოვანი დღე აღმოჩნდა. მალდინების საფეხბურთო შთამომავლობის მესამე თაობის წარმომადგენელმა, დანიელ მალდინიმ, [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სპეციას” ფეხბურთელმა “იუვენტუსისთვის” გატანილი გოლი რონალდუს სტილ

ტურინის “იუვენტუსმა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ, “მანჩესტერ იუნაიტედში” გაუშვა. მას შემდე...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსის” ფეხბურთელს ფერარით ავტოავარია შეემთხვა (ფოტო)

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი არტური დღეს დილით ავტოავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევას სერიოზული შედეგები არ მოჰყოლია. გავრცელებულ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კალიარი” ვალტერ მაცარიმ ჩაიბარა

“კალიარის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვალტერ მაცარი დაინიშნა. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ძალა 2024 წლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “წარმოუდგენლად მეშინოდა მეათასე მატჩის წაგების”

“რომამ” სერია A-ს მესამე ტურში “სასუოლო” მიიღო საშინაო კედლებში. მატჩი დაძაბულად წარიმართა და ელ შაარავის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიომ სამწვრთნელო კარიერაში მე-1000 მატჩი ჩაატარა

“რომამ” სერია A-ს მესამე ტურში “სასუოლო” მიიღო საშინაო კედლებში. მატჩი დაძაბულად წარიმართა და ელ შაარავის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შესაძლოა, დონარუმა სამშობლოში დაბრუნდეს

შესაძლოა, “პარი სენ-ჟერმენის” კიპერმა ჯანლუიჯი დონარუმამ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში პარიზული კლუბი დატოვოს და სამშობლოში დაბრუნდეს. [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩი: “რონალდუ და მესი ჩემზე უკეთესები არ არიან, მე ვარ საუკეთესო”

“მილანის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჩვეულ სტილში მორიგი განცხადება გააკეთა. “ჩემს ჯილდოებს “ოქროს ბურთი” აკლია?...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერდარ აზმუნი: “ზენიტიდან” წასვლა რომც მინდოდეს, არ მიშვებენ”

სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” თავდამსხმელი სერდარ აზმუნი აცხადებს, რომ მას შემოთავაზებები ევროპის წამყვანი ჩემპიონატების კლუბებიდან ჰქონდა, ...
წაკითხვა
ფეხბურთი

43 წლის ჯანლუიჯი ბუფონის რეაქცია “პარმას” მიერ ბოლო წამებში გატანილ გოლზე (ვიდ

29 აგვისტოს, იტალიის სერია B-ში “პარმამ” საკუთარ მოედანზე “ბენევენტო” მიიღო და მეტოქე 1:0 დაამარცხა. გამარჯვების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხაბიბმა რონალდუს “იუვენტუსიდან” წასვლის მიზეზი დაასახელა

მსუბუქ წონაში UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, პრესასთან საუბრისას კრიშტიანუ რონალდუს “იუვენტუსიდან” წასვლის განმაპირობებელ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ცნობილია, რატომ თქვა უარი “მილანმა” ხვიჩა კვარაცხელიას შეძენაზე

იტალიურ პრესაში (Calciomercato) ცნობილი ხდება მიზეზი, თუ რის გამო გადაწყვიტეს “მილანის” ხელმძღვანელებმა “რუბინის” ქართველი ტალ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარიო მანჯუკიჩმა კარიერა დაასრულა

ხორვატმა ფეხბურთელმა მარიო მანჯუკიჩმა 35 წლის ასაკში ბუცები ლურსმანზე დაკიდა. მანჯუკიჩის პროფესიონალური კარიერა 17 წელს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტრანსფერი არ შედგა – “აინტრახტმა” “ლაციოს” ელექტრონული ფოსტი

რომის “ლაციოს” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფრანქფურტის “აინტრახტის” შემტევის, ფილიპ კოსტიჩის შეძენა სურდა. იტალიურ კლუბშ...
წაკითხვა