რომან აბრამოვიჩი ბელარუსში გაფრინდა
ლონდონის “ჩელსის” მფლობელ რომან აბრამოვიჩს, Jerusalem Post-ის ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ მოლაპარაკებებში ჩართვა სთხოვა და აბრამოვიჩი ბელარუსში გაფრინდა.
აბრამოვიჩს უკრაინულ-რუსულ მხარეებთან ახლო კავშირები აქვს და შეუძლია, მედიატორის როლი მოირგოს.
ისრაელში უკრაინის ელჩმა ინფორმაცია არ დაადასტურა, თუმცა არც უარყო და მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: “ვაფასებთ ყველა ადამიანს ვისაც დახმარება შეუძლია, თუ მას საკმარისი გავლენა აქვს”
რომანი მაქსიმალურად ცდილობს მსოფლიო სანქცირებაში არ მოყვეს და “ჩელსი” მართველობაში საქველმოქმედო ფონდს გადასცა. გარდა ამისა, ის პორტუგალიის მოქალაქეა და პოზიციონირებას, რუსი-ებრაელი ბიზნესმენის სტატუსით ცდილობს.
წლების განმავლობაში, აფინანსებდა ებრაულ ორგანიზაციებს, რომლებიც ახლა ამერიკას სთხოვენ, აბრამოვიჩს სანქციები არ შეეხოს.