რომან გოცირიძე ჯოკოვიჩზე: “მასე სადაა ძმაო, ეს ავსტრალიაა და არა საქართველოო”
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის წევრმა და ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ მსოფლიოს ნ1 ჩოგანზე, ნოვაკ ჯოკოვიჩზე დაწერა.
“ანტივაქსერი ჩოგბურთელი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, შეიძლება ვუწოდოთ ჩოგბურთის ცოცხალი ლეგენდა, ჯერ მთელი კვირა აყურყუტეს სიდნეის აეროპორტის კოვიდსასტუმროში, დღეს კი გამოაძევეს ავსტრალიიდან აუცრელობის გამო. კი იჩივლა სასამართლოში, გადატანილი მაქვსო, მაგრამ უპასუხეს, მასე სადაა ძმაოო, ავსტრალიის სასამართლო ვართ საქართველოსი კი არაო, ანტივაქსერი პრემიერ-მინისტრი კი არა გვყავს ქართველებივით, კორონაგადატანილებს სამუდამო მწვანე პასპორტს რომ აძლევსო.
სიმირთლე გითხრათ, ძალიან გამიხარდა. ასეც მოუხდება. როგორც ჩანს ან რუსეთის ეკლესიის მიერ მართულმა სერბმა მამაომ( ანუ მღვდლმა) შეაცდინა, ან შიში აქვს, რომ დაჩიპავენ და თამაშისას 5 ჯის მეშვეობით ვიღაცები (ალბათ მასონები) დისტანციურად დაუწყებენ მართვას.
ძალა აქვს, ჭკუა არაო, მასზე ყოფილა ეს ანდაზა ზედგამოჭრილი”.
ჯოკოვიჩი ავსტრალიაში 6 იანვარს ჩავიდა, მაგრამ აუცრელობის გამო საზღვარზე არ გადაუშვეს. დღეს საბოლოოდ ავსტრალიის სასამართლომ ნოლეს აპელაცია არ დააკმაყოფილა და სერბეთში დაადეპორტებენ