რომან ფიფია: “ბიჭებს ვუთხარი – შეგიძლიათ ფარერებზე დარჩეთ”
თბილისის “დინამოს” პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ფარერებზე 6-1 მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
“მე პირადად არც წარმომედგინა, ვიღაცა ფარერები, როგორც დღეს ილანძღება ზოგიერთი გულშემატკივარი, სამწუხაროდ მოხდა ეს ფაქტი. მოგვიგეს თამაში პრაქტიკულად. პირველი და მეორე ბურთის მერე ჩვენმა ბიჭებმა ვერ მოაბრუნეს. ამას მოყვა დანარჩენი გოლებიც. გაუმართლებელი წაგება იყო. უფრო სჯობია ფეხბურთის პროფესიონალებმა შეაფასოს.”
ორი დღით ადრე ჩავედით, რომ კარგად გაემოძინათ, პირდაპირ რეისი გავაკეთეთ თბილისიდან, ნორმალური სასტუმრო. მთელი წინაგანწყობა არანაირად არ განახებდა. თამაშის წინ ვუთხარი ბიჭებს, აქ მხოლოდ მოგება გვინდა – წაგებას არავინ გვაპატიებს. შეგიძლიათ აქ დარჩეთ. ფეხბურთელებიც, შეუფასებლობას ჰქონდა ადგილი გუნდის მხრიდანაც.
მეც ეგეთი განცდა მქონდა, როგორც ჩვენ გულშემატკივრებს, რა ფარერები. ეს კუნძული ძალიან წინ წავიდა 7 წლის მერე. ძალიან შორს წავიდა. ეს მარცხი ძალიან მტკივნეულია და მინდა ვუთხრა ჩვენ გულშემატკივრებს, ვინც ძალიან განიცდის ამ წაგებას, მე როგორც ამ გუნდის პრეზიდენტი, ვცდილობ და ყველაფერს ვაკეთებ და ყველაზე მეტად მინდოდა ჯგუფზე შევსულიყავი. ძალიან გაგვიმართლა წილისყრაში, ძალიან ცუდად წავაგეთ “ტირანასთან”, – განაცხადა რომან ფიფიამ ტელეკომპანია იმედის ეთერში.