რომან ფიფია: “დინამოს” მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა!

თარიღი: ივლისი 23, 2016

“დინამო თბილისის” პრესსამსახურმა საინტერესო სიახლეს დაუდო საფუძველი. ამიერიდან კლუბი ელექტრონული მედიისთვის, სპეციალურ ვირტუალურ პრესკონფერენციას გამართავს. პერიოდულად სხვადასხვა სპორტული საიტები, რომლებიც სურვილს და ინტერესს გამოთქვამენ, ელექტრონული ფოსტით კითხვებს გაუგზავნიან პრესს სამსახურს და რესპოდენტის პასუხების შემდეგ, ამავე გზით დაუბრუნდებათ უკან. პირველი ასეთი პრესკონფერენცია, დინამო თბილისის პრეზიდენტმა, ბატონმა რომან ფიფიამ მოაწყო.

– პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა მოვახსენო მასმედიის წარმომადგენლებს, რომლებმაც “ალაშკერტთან” დაპირისპირება გააშუქეს. უკლებლივ ყველა საინფორმაციო საშუალების თანადგომას ვგრძნობდით, რაც, მერწმუნეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ ყველა მსურველ ჟურნალისტს ხელი შევუწყვეთ ერევნის მატჩზე დასასწრებად და ეს ასე იქნება მომავალშიც.

“დინამო” აფასებს ჟურნალისტებს და მათ საქმიანობას. განსაკუთრებული მადლობა ელექტრონული მედიის წარმომადგენლებს, ასეთი რაოდენობით ისინი არასდროს ყოფილან წარმოდგენილნი გასვლით მატჩზე. ვფიქრობ, ჩვენი პრესსამასახურის მხრიდან ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

ახლა კი შევეცდები ამომწურავად გაგცეთ პასუხები თქვენს საინტერესო შეკითხვებზე.

– როგორ შეაფასებდით “ალაშკერტთან” მატჩს და რას ფიქრობთ ზაგრების “დინამოსთან” ჩვენს შანსებზე?

– “დინამომ” პირველი ტაიმი საკმაოდ კარგად ითამაშა – რაც მთავარია, გაიტანა გოლი. თუმცა რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი გაანიავა. ძალიან ცხელოდა და შეუძლებელი იყო ტემპის შენარჩუნება, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც მთავარი მიზანი უკვე მიღწეული იყო და შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობა პრაქტიკულად გარკვეული.

ბიჭების მესმის, ისინი ფიქრით შემდეგ ეტაპზე იყვნენ. თან არ დაგვავიწყდეს, რომ მატჩს ხორვატი “მზვერავები” ესწრებოდნენ.

რაც შეეხება მომავალ ეტაპს – ზაგრებთან უშანსოდ ნამდვილად არ ვართ. ვუყურე ამ გუნდის შეხვედრებს და “ვარდარი” არაფრით ჩამოუვარდებოდა. თითქმის ბოლომდე არ იყო გარკვეული, თუ ვინ გავიდოდა. ჩვენი მწვრთნელი ესწრებოდა ამ შეხვედრას, თვითონ ნახა მეტოქის შესაძლებლობები. ხორვატთა ჩემპიონს თამაშის დასამალად ნამდვილად არ ეცალა.

ასე რომ, იურაის ხელშია ახლა მომავალი შეხვედრის ტაქტიკის შერჩევა და სტრატეგიის გათვლა. დარწმუნებული ვარ, არც ის და არც ფეხბურთელები მცდელობას არ დააკლებენ. ამ დაპირისპირებაში ჩვენი გუნდის მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა.

– იარაბეკს “დინამოსთან” ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს… რამდენად იქნება დამოკიდებული სლოვაკი სპეციალისტის მომავალი ევროთასებზე ნაჩვენებ შედეგზე?

– ჩვენი შეთანხმების მთავარი პუნქტი და ჩემი მოთხოვნა იყო, “დინამო” გავიდეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

– როგორც არ უნდა დასრულდეს ჩვენთვის ევროტურნირი, იგეგმება თუ არა გუნდის ბირთვის შენარჩუნება?

– როგორც არ უნდა დამთავრდეს – ასე ვერ განვიხილავ! გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ დამთავრდეს წარმატებით. კიდევ ერთხელ ვამბობ: “დინამოს” მთავარი ამოცანა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაა!

ვინც იმსახურებს და სურვილი აქვს, რა თქმა უნდა, უნდა, დარჩება; ვისაც წასვლა უნდა, ეს მათთვის მიმინდვია, თავად დაფიქრდნენ და გადაწყვიტონ, ყველაფერზე მოვრიგდებით. მით უმეტეს, თუ მიზანი მიღწეულ იქნა. არადა, ვხედავ, რომ “დინამოს” ეს შეუძლია..

ახლა ბოლომდე მონდომება და იმის დაჯერებაა საჭირო, რომ მათ ეს გამოუვათ.

– განვითარების რა სტადიაზეა “დინამო” და თქვენი გათვლებით, როდის მიიღებთ იმ შედეგს, რისთვისაც ამდენი შრომა და ფინანსები გაიღეთ?

– მადლობა ღმერთს, კლუბში ყველაფერი დალაგებულია და შემიძლია ვთქვა, რომ ამ მხრივ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი ვართ.

ვაკმაყოფილებთ საერთაშორისო სტანდარტებს და პარამეტრებს. თუმცა ამის მიღწევა ერთ დღეში არ მომხდარა, ეს ურთულესი პროცესია.

ინფრასტრუქტურის გამართვაც არ ყოფილა იოლი, მაგრამ აქვე უნდა ვაღიარო, რომ თუ სპორტული შედეგიც ადეკვატური არ იქნა, ამ ოდენობის ბიუჯეტის ხარჯვა, ჩვენი ჩემპიონატის პირობებში შეუძლებელია. მით უმეტეს, თუ შედეგი არ არის დამაკმაყოფილებელი. ეს კარგად უნდა გაითავისოს ყველამ.

დიახ, მე ყველაფერს გავიღებ წარმატების მისაღწევად და მიზანს თუ მივაღწევთ, არავის არაფერი დააკლდება. მე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები, ვტვირთავ ჩემს თავს და მენეჯმენტს, ჩემი გული და კაბინეტის კარი მუდამ ღიაა ფეხბურთელებისთვის და მათგანაც ვითხოვ თავდადებას.

სწორად გამიგეთ, ამდენ თანხას და ენერგიას, მხოლოდ პირადი სიამოვნებისთვის არ ვხარჯავ. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ჩვენი ხალხი გავახარო, გულშემატკივარი მინდა, რომ კვლავ გაღიმებული დადიოდეს სტადიონზე.

– “დინამოზე” არანაკლებ ყურადღებას აქცევთ აკადემიას…

– ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირმა ყველას გვაჩვენა, რომ უნიჭიერესი თაობა გვეზრდება. მათი დიდ ფეხბურთელებად ჩამოყალიბება ჩემი მთავარი მიზანია. ისინი იქნებიან პირველი მოსავალი, რომელსაც “დინამოს” აკადემია მოგვიტანს და ეს სისტემატური უნდა გახდეს.

“დინამომ” ძირითადი შევსება აკადემიიდან უნდა მიიღოს. ამისთვის, ჩვენ მომავალ სეზონშიც ვგეგმავთ ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობას 19-წლამდელთა შორის. ასევე, ვმუშაობთ მეორე ტურნირის, უკვე 15 წლამდე ფეხბურთელთა შორის მოსაწყობად. არ მოაკლდებათ მათ უცხოურ ტურნირებზე გამოსვლაც.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლადო დვალიშვილის ჩავარდნილი ტრანსფერები – დიდი თანხები, ნული შედეგი

ბათუმის “დინამოს” სპორტული დირექტორი ლადო დვალიშვილი თავისი უცხოური კავშირებიდან გამომდინარე ლეგიონერებს იმატებს, მაგრამ ტრანსფერების უმეტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუნიმ “დერბი ქაუნთის” თავკაცის პოსტი დატოვა

უეინ რუნიმ “დერბი ქაუნთის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. “ზაფხულში ყურადღებით ვაკვირდებოდი კლუბში განვითარებულ მოვლენებს. დღეს [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

თბილისის “დინამო” 3 ფეხბურთელით გაძლიერდა

თბილისის “დინამო” ევროტურნირების წინ 3 ფეხბურთელით გაძლიერდა. გუნდს იჯარით გაშვებული გიორგი კუცია და დავით კობოური […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰალკის ფანტასტიკური გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში (ვიდეო)

35 წლის თავდამსხმელი ჰალკი ბურთს ბრაზილიაში, “ატლეტიკო მინეიროში” აგორებს და კვლავ მაგარ ფორმაშია. ამჯერად, გოლი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შკრინიარი და “პსჟ” შეთანხმდნენ

მილანის “ინტერის” მცველი მილან შკრინიარი “პარი სენ-ჟერმენთან” პირადი კონტრაქტის ყველა პირობას დათანხმდა. ამ ინფორმაციას იტალიე...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გელოდებით ნაპოლიში ხვიჩა” – იტალიელი ფანები კვარაცხელიას ელიან

ხვიჩა კვარაცხელია ეროვნული ლიგის მე-2 წრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ამის შესახებ “ნაპოლის” ფანებმაც მალევე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი წიტაიშვილი ულამაზეს შეყვარებულთან ერთად ესპანეთში ისვენებს (ფოტოები)

საქართველოს ეროვნული ნაკრების უნივერსალი ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი შვებულებას ესპანეთში შეყვარებულთან ერთად ატარებს და სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამარდაშვილი “ვალენსიასთან” კონტრაქტს 2027 წლამდე გაახანგრძლივებს

blanquinegres გიორგი მამარდაშვილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ მეკარე “ვალენსიასთან” კონტრაქტს 2027 წლამდე გაახანგრძლივებს....
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრებს რეიტინგში 20 ქულა და მცირე წინსვლა ერგო

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 10 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ერთა ლიგის ჯგუფში 10 ქულით პირველ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუმინეთში კვირკველიაზე უარს ამბობენ?

ბოლო დროს რუმინეთში მთავარი განსახილველი სატრანსფერო ამბავი სოლომონ კვირკველიას “სტიაუაში” გადასვლაა. აქტიურად იწერება, რომ მხარეები [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

სპალეტისა და გეგუჩაძის საერთო შეთანხმება

იტალიური პრესის ინფორმაციით, იტალიური “ნაპოლი” ლუჩანო სპალეტის ინიციატივით ბათუმის “დინამოს” დაუკავშირდა და მოსთხოვა, ხვიჩა კვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩალჰანოღლუ: “ზლატანი 40 წლის კაცია და ასე არ უნდა მოქცეულიყო”

“ინტერის” შემტევმა ნახევარმცველმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ ზლატან იბრაჰიმოვიჩი გააკრიტიკა. როგორც იცით, “მილანმა” გასულ სეზონში სერი...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა და როგორ შეცვალა ჭიაბრიშვილმა “დინამოში” 2 დღეში?

თბილისის “დინამომ” ეროვნული ლიგის გასულ ტურში “გაგრა” 5-0 გაანადგურა. გიორგი ჭიაბრიშვილი გუნდში მხოლოდ რამდენიმე დღის [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

რომელი გუნდშია საქართველოში ყველაზე დიდი ხელფასები?

“რა თქმა უნდა, “რუბინის” დარი ხელფასი ვერ შევთავაზეთ, მაგრამ საქართველოს დონეზე მსგავსი ხელფასი სხვებისთვის უბრალოდ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუკაკუ და “ინტერი”: შეთანხმება მიღწეულია

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ მილანის “ინტერში” ბრუნდება. “სქაი იტალია” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ...
წაკითხვა