რომან ფიფია: “თუ ვინმე გამოჩნდება და გადაიბარებს “დინამოს”, მე…”

თარიღი: სექტემბერი 27, 2020

თბილისის “დინამოს” პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ფარერებზე 6-1 მარცხის შემდეგ კომენტარი გუნდის გადაბარება-გაყიდვაზეც გააკეთა.

“დინამოს” არ აქვს საკმარისი ბიუჯეტი. ნორმალურ ლეგიონერს, საშუალო დონის ლეგიონერს 30 ათასი ევრო უნდა, რისი საშუალებაც არ გვაქვს. “დინამოს” მე ვაფინანსებ, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი იმისთვის რომ ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდეთ. გაგვიმართლა კენჭისყრაში, მაგრამ ესაც ვერ გამოვიყენეთ. თუ ვინმე გამოჩნდება, დაგვეხმარება ან გადაიბარებს “დინამოს”, მე მზად ვარ სასაუბროდ”, – განაცხადა ფიფიამ.

“დინამოში”  მთავარი მწვრთნელი ჩისკო და გუნდის დირექტორი ზაზა დოლიძეც რჩებიან.



მსგავსი სიახლეები