რომან ფიფია: “უაზრო ფულის ყრით დავიღალე!”

თარიღი: სექტემბერი 1, 2016

თბილისის “დინამოს” პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც კლუბში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

“კარგა ხანია, საზოგადოება სიახლეებს ელოდება, რომელზეც მე ვისაუბრებ. ხუციშვილმა, ზუბხაიამ და ჯიშკარიანმა თანამდებობები დატოვეს. მე მათთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს, თუმცა მეგობრობა მეგობრობად რჩება, ეს გადაწყვეტილება კი უნდა მიმეღო.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩემპიონატი უკვე დაწყებულია, იარაბეკი მის დასრულებამდე გუნდში დარჩება. რაც შეეხება ახალ სპორტულ დირექტორს, ის ლევან გაბრიჭიძე იქნება.

ახალ სპორტულ დირექტორს ვუთხარი, რომ მიზანი მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატის მოგება არ არის. ჩვენ გრძელვადიანი გეგმა გვჭირდება. ჩემპიონატის დონე უნდა გაიზარდოს, მინიმუმ ოთხი გუნდი უნდა იყოს შეძლებული.

მე დღეს რომ 10 მილიონად ფეხბურთელი ვიყიდო, ხვალ მათ საქართველოს ჩემპიონატში სად უნდა ითამაშონ? ქვეყანაში მხოლოდ ოთხი საფარი გვაქვს.

ჩვენი 19-წლამდელები ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ. მათ წარმატებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, რადგან პირველ გუნდის შევსებას ახალგაზრდებით ვაპირებთ.

ლეგიონერებიდან ძირითად გუნდში მხოლოდ ველევი და სკრიბე დარჩებიან. ასევე, რჩება რენე, რომლის ტრანსფერიც არ შედგა. ამ საკითხზე სამწვრთნელო შტაბთან ვისაუბრეთ. დანარჩენების დატოვება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მეკარეს დეკემბერში შევცვლით. ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში მოსულ ლეგიონერებს ძალიან ცუდი სტატისტიკა აქვთ. ჩვენ თანმიმდევრობით უნდა მივყვეთ იმ გეგმას, რომელიც დავისახეთ.

ქვილითაია? ის ტრავმირებული იყო. მას რომ ჩვენთან თამაშის სურვილი ჰქონოდა, ითამაშებდა. რაც შეეხება რენეს, ახალ წლამდე ის “დინამოში” რჩება, დანარჩენს კი მომავალში ვნახავთ.

თქვენ იცით, რომ ჩვენი გუნდი ნაკრების ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ფეხბურთელების მონდომებას ვხედავდი, მათ კარგი შეკრება გაიარეს. მჯეროდა, რომ მინიმუმ ევროპის ლიგაზე მოვხვდებოდით.

მე უაზრო ფულის ყრით დავიღალე. ჩვენ გვყავს მშვენიერი ახალგაზრდები, რომლებსაც მთავარ გუნდში თამაშის საშუალება არ ეძლევათ. საქართველოს ჩემპიონობა მთავარი მიზანი არ უნდა იყოს. ქვეყანაში ბოლო ოცი წლის განმავლობაში იმისათვის არაფერი გაკეთებულა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელები გაზრდილიყვნენ. ახლა სიტუაცია იცვლება, კარგი თაობა მოდის. როგორ ფიქრობთ, მსიამოვნებს მილიონების ხარჯვა?

დღეს მწვრთნელის შეცვლა, მძიმე გადაწყვეტილება იქნება. თუმცა, ჩვენ ამისათვის მოვემზადებით და სიახლეს მომავალში გაცნობებთ. უცხოელი იქნება თუ ქართველი ახალი მწვრთნელი, ეს გადაწყვეტილი არ მაქვს. თუმცა, ძალიან მინდა, რომ მწვრთნელი ქართველი იყოს.

ექვსი წლის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ხალხი გამეხარებინა, ეს სულითა და გულით მსურდა. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველაფერს თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ.

ახალ ხელმძღვანებლობას არ ვეუბნები იმას, რომ ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ვითამაშოთ. მე ვამბობ, რომ დღეს ვერ დავხარჯავ იმდენ თანხას, რომ ხვალ პირდაპირ ჯგუფში მოვხვდეთ.

ლეგიონერებით მიღწეული საქართველოს ჩემპიონობა არ მინდა. მომდევნო ორ-სამ წელში უნდა შევქმნათ გუნდი, რომლის ფეხბურთელებსაც “დინამოში” თამაში უხარიათ. გამოცდილმა ფეხბურთელებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ახალგაზრდებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ.

თუ მიზნის მისაღწევად ლეგიონერის დამატება საჭირო იქნება, დავიმატებთ სერიოზულ ფეხბურთელს. ოქრიაშვილი და კანკავა? ამ ფეხბურთელებს არ ეხებათ, თუმცა გვსურდა უცხოეთში მყოფი ქართველი ფეხბურთელების დამატება, რომლებმაც უარი გვითხრეს.

ჩემი და ლევან გაბრიჭიძის ხედვები ერთმანეთს ემთხვევა. მას დიდი ხანია ვიცნობ. ის ავსტრიაში მუშაობდა.”

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კასანო: “მე ბექჰემზე სიმპათიური ვიყავი”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ მადრიდის “რეალში” გატარებული პერიოდი გაიხსენა და დევიდ ბექჰემზე კომენტარი გააკეთა. [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “როცა მანე პირველად ვნახე, ის რეპერს ჰგავდა”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა სადიო მანესთან პირველი შეხვედრა გაიხსენა. გერმანელი სპეციალისტი ამბობს, რომ მას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფილიპე ლუისი: “მესისთვის მაისური არასოდეს მითხოვია”

“ფლამენგოს” მარცხენა მცველმა, ფილიპე ლუისმა ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. როგორც იცით, ბრაზილიელი ფეხბურთელი მადრიდის “ატლეტიკოსR...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სამტრედიას” ლეგიონერი: “ჩემს მშობლებს კორონა ვირუსი დაუდგინეს”

“სამტრედიას” ესპანელი ნახევარმცველის, დიეგო დიზის მშობლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ესპანური გამოცემები კი დიზის მდგომარეობით დაინტერესდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდინიო ციხიდან გაათავისუფლეს

რონალდინიო და მისი ძმა, რობერტო ასისი პარაგვაის ციხიდან გაათავისუფლეს. ახლა მათ შინაპატიმრობაში ყოფნა მოუწევთ. მოსამართლე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დარკო პერიჩმა “ბარსელონას” ფეხბურთელები სერიალის პერსონაჟებს შეუსაბამა

სერბმა მსახიობმა, დარკო პერიჩმა, რომელიც სერიალში “ქაღალდის სახლი” “ჰელსინკის” როლს ასრულებს, კატალონიის “ბარსელონასR...
წაკითხვა
ფეხბურთი

18 წლის ლუკა მიქაია ზუგდიდის 10 გაჭირვებულ ოჯახს დაეხმარა

კვიპროსული “ანორთოსისის” ახალგაზრდა მეკარე 18 წლის ლუკა მიქაია საუკეთესოდ იაზრებს სოციალური პასუხისმგებლობის არსს და საკუთარ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლა ლიგის პრეზიდენტმა ჩემპიონატის განახლების სავარაუდო თარიღი დაასახელა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ტურნირის განახლების რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი დაასახელა. მისი თქმით, ლა ლიგა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოუ: “თუ ზლატანის გუნდში იყავი და წააგებდი, აუცილებლად მოგკლავდა”

ლუკ შოუმ “მანჩესტერ იუნაიტედში” ზლატან იბრაჰიმოვიჩის ყოფნის პერიოდი გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ შვედმა სუპერვარსკვლავმა 2016/17 წლების [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგენტმა ტიაგო სილვას “მილანში” შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი

“პარი სენ-ჟერმენის” 35 წლის კაპიტნის, ტიაგო სილვას, აგენტი თავისი კლიენტის იტალიაში დაბრუნების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბერბატოვი საუკეთესო თანაგუნდელზე: “თითქოს ერთმანეთთან ვიწექით”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ ვარსკვლავ დიმიტარ ბერბატოვს ისეთი ფეხბურთელების გვერდით აქვს ნათამაშები, როგორებიც უეინ რუნი, კარლოს [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარი: “მე და კობის ბევრი რამ გვქონდა საერთო”

“პარი სენ-ჟერმენის” სუპერვარსკვლავმა, ნეიმარმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ კობი ბრაიანტის ტრაგიკულმა სიკვდილმა მასზე დიდი ზეგავლენა ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფრუიძემ “ლოკომოტივი” ზუმში ავარჯიშა (ფოტოები)

თბილისის “ლოკომოტივს” ლევან კორღალიძის წასვლის შემდეგ სოსო ფრუიძე წვრთნის. ფრუიძემ გუნდი ამეჯრად ონლაინ სივრცეში, აპლიკაცია […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდინიოს მიმართვა ციხიდან (ვიდეო)

ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდინიო ერთ თვეზე მეტია პარაგვაის ციხეში სასჯელს იხდის. დღეს ინტერნეტსივრცეში ციხეში გადაღებული ვიდეო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეპ გვარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა. ამ ამბავს მანჩესტერული კლუბი ავრცელებს. “მანჩეს...
წაკითხვა