რომან ფიფია: “უბრალოდ ფულის გადაყრას აზრი არ აქვს”

თარიღი: დეკემბერი 23, 2019

თბილისის “დინამომ” რამდენიმე საათის წინ მთავარ მწვრთნელად კახა ჩხეტიანი წარადგინა. გუნდის პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ ლეგიონერებთან დასმულ შეკითხვას უპასუხა.

“9 წელია “დინამოს” მესაკუთრე ვარ. მას შემდეგ რამდენმა წყალმა ჩაიარა. “დინამო” 4-ჯერ გახდა ჩემპიონი ჩემ ხელში. არცერთი მწვრთნელი არ გამიშვია, ვინც გუნდს ჩემპიონატი და თასი მოაგებინა. მწვრთნელებმა თავისი გადაწყვეტილებით მოისურვეს წასვლა. მე ზუსტად ვიცი, რომ კახას არსად არ ეჩქარება, არ აპირებს უცხოეთში წასვლას და აქ ძალიან ბევრი სამუშაო აქვს. თქვენ უფრო კარგად იცით რა ხდება ჩვენ ქვეყანაში. ყველაზე წარმატებული ლეგიონერი ბოლო პერიოდში იყო ჩისკო. ჩისკოს გარდა 100-მდე ლეგიონერი მყავდა “დინამოში” ჩამოყვანილი სხვადასხვა ანაზღაურებით, დაწყებული 5-ათასით, დამთავრებული 30-ით და რამდენმა გაამართლა კარგად იცით. ჩვენთან კარგი ლეგიონერის ჩამოყვანა დიდი პრობლემაა. კარგ ლეგიონერს ჩვენთან ჩამოსვლა არ უნდა, ეს არის სამწუხარო რეალობა. ამასთანავე, 30-50 ათასი დოლარის გადახდა არ ნიშნავს კარგი ლეგიონერის ჩამოყვანას, რომელიც მერე ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. ჩვენ უნდა მივიღოთ ადეკვატური გადაწყვეტილება და როგორმე ვეცადოთ გამოცდილი უცხოელის გადაბირებას, რომელიც ვერ ვხდება ძირითადში. უბრალოდ ფულის გადაყრას, რასაც ელოდება ჩვენგან გულშემატკივარი, აზრი არ აქვს. საჭიროა ბალანსის დაცვა და ეს ყველაფერი კახასთან ერთად მოხდება. ვეცდებით იმ ხალხის დამატებას, ვინც ამ ადამიანის გეგმას შეასრულებს, მაგრამ ეს არ არის ადვილი თემა და გამართლებაზეა”, – განაცხადა რომან ფიფიამ.

ჩხეტიანმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე სწორედ ჩისკო შეცვალა.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ელგუჯა ლობჯანიძე “დინამოში” დაბრუნდა

29 წლის ელგუჯა ლობჯანიძე კარიერას “დინამო ბათუმში” გააგრძელებს. ელგუჯა ბოლოს ყაზახურ “ტობოლში” თამაშობდა, რომელთან კონტრაქტი [...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თელავმა” პირველი ტრანსფერი განახორციელა

“თელავი” სეზონის დასრულების შემდეგ ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის, გიორგი ჯანელიძე, ირაკლი რუხაძე, თორნიკე ძოწენიძე, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთას პირველი საფიქრალი – “ტოტენჰემი” “ჰალის” ვუნდერკინდში 8

შოთა არველაძე “ჰალ სიტის” საჭეს სულ მალე ჩაიბარებს, თუმცა “ჰალი” უკვე შესწავლილი ექნება და იცის, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანჩელოტი: “ჩემი ბრალია, რომ ბენზემამ პენალტი ვერ გამოიყენა”

23 იანვარს, ლა ლიგის 22-ე ტურში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ელჩე” მიიღო და ფრედ 2:2 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძეს ინგლისში პირველი ფან-სიმღერა მიუძღვნეს

48 წლის ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე სულ მალე “ჰალ სიტის” ჩაიბარებს. მთელი დღეა ერთ-ერთი მთავარი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“უოტფორდმა” ჰოჯსონი დანიშნა

“უოტფორდის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე როი ჰოჯსონი დაინიშნა. მას რეი ლევინგტონი დაეხმარება. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვლაჰოვიჩის სახლთან პოლიციაა მობილიზებული

“ფიორენტინას” თავდამსხმელ დუშან ვლაჰოვიჩის საცხოვრებელ სახლთან ფლორენციის პოლიცია მობილიზდა. ამის საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

რატომ ვერ მიდის არველაძე ინგლისში?

“ჰალ სიტიმ” რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დაადასტურა მთავარი მწვრთნელის, გრანტ მაკკანის გათავისუფლება. გუნდში შოთა არველაძეს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ყიფიანი: “Europebet უპრეცედენტო თანხას გვთავაზობდა”

თბილისის “ლოკომოტივის” ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა  Bmg-ის ეთერში სათამაშო ბიზნესის რეგულაციებზე ისაუბრა. “უპრეცედენტო შემ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გაგი მარგველაშვილი “დინამოში” რჩება

ბათუმის “დინამოს” 25 წლის ცენტრალური მცველი გაგი მარგველაშვილი “ბოსნია-ჰერცეგოვინაში” წასვლას არ აპირებს და გუნდში რჩება. [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელები

ბრიტანული ტელეკომპანია “ბიბისი” ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო აფრიკელი მოთამაშის გამოსავლენად გამოკითხვას ატარებს. გარი ლინე...
წაკითხვა
ფეხბურთი

არის! – შოთა არველაძემ ნანატრი ბრიტანული ვიზა მიიღო

“ჰალ სიტიმ” აჯუნ ილიჯალის მოსვლის შემდეგ ლიდერებს 2 მატჩი მოუგო – ჯერ “ბლექბერთან” გაიმარჯვა, გუშინ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არჩილ ბერიძემ ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა

ბათუმის “დინამოს” თურქულ შეკრებაზე საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე შეუერთდება. თბილისის “დინამოდან” წას...
წაკითხვა