რომან ფიფია: “უმადურობა არის ყველაზე ცუდი რამ!”

თარიღი: აგვისტო 19, 2022

რომან ფიფიამ თბილისის “დინამოს” გახსვისებასთან და სხვა თემებთან დაკავშირებით ოფიციალურ გვერდს ინტერვიუ მისცა.

მიმდინარეობს მხოლოდ მოლაპარაკებები. არის რამდენიმე გამოხატული ინტერესი, როგორც კლუბის მთლიანად გასხვისებასთან დაკავშირებით, ასევე, პარტნიორობასთან. სამწუხაროდ, საქართველოდან რაიმე ინტერესი არ არის. არც იმ ხალხისგან, ვისაც ეს რეალურად შეუძლია. არც რომელიმე ბიზნესმენის მხრიდან.

ამ ბოლო ევროტურნირის თამაშმა მე ნათლად დამანახა, რომ ის სახსრები, რაც შემიძლია დავხარჯო “დინამოში”, არ არის საკმარისი. მე ვგრძნობ რა პასუხისმგებლობას, ეს არ არის კომერციული ობიექტი, როგორც გინდა ისე მოეპყრო.

“დინამომ” ძალიან დიდი განვითარება განიცადა 2011 წლიდან, რაც არ ჰქონდა ინფრასტრუქტურულად. დამნახავი ამას ნახავს, დაუნახავი ამას არც შეხედავს.

მთავარი არის პიროვნება, კარგი იქნება თუ ქართველი იქნება, სამწუხაროდ ჯერ არ ჩანს. რაც დღეს სჭირდება ქართულ ფეხბურთს, ის სჭირდება “დინამო თბილისს” – ფინანსები. “დინამოს” დღეს აქვს ყველაფერი, აუცილებელია ჩამოყალიბდეს ისეთი ტენდენცია გუნდში, რომ “დინამოს” მუდმივად ჰყავდეს ძალიან ტექნიკური ფეხბურთელები, მაღალანაზღაურებადი. დანარჩენი ყველაფერი აქვს. ის ახალგაზრდები, რომლებიც ავსებენ გუნდს, სავსებით საკმარისნი არიან. მხოლოდ რეალურად სჭირდება ფინანსები.

მუდმივად ვიბრძვით ჩემპიონატში საპრიზო ადგილისთვის. ის რასაც “დინამოსთვის” ვაკეთებ, მომავალშიც შემიძლია გავაკეთო, მაგრამ ეს ​სასურველი შედეგებისთვის საკმარისი არ არის, სწორედ ამიტომ მივიღე გასხვისების გადაწყვეტილება.  არ ეგონოს ხალხს. ამ სკამზე ვარ ჩაბღაუჭებული. 

2015 წლამდე “დინამომ” ითამაშა სამი პლეი-ოფი. უბრალოდ არ გაგვიმართლა და ვერ გავედით. მაშინ რუსთავის აზოტის ქარხანას ვფლობდი, თუმცა შემდეგ ორმა ჯგუფმა მიისაკუთრა ეს ქარხანა და მას შემდეგ საქართველოში ერთი თეთრიც არ ამიღია. 2015 წლამდე ვახერხებდი ჩემი საკუთარი ბიზნესიდან კლუბის დაფინანსებას. ახლა მათთან სამართლებრივ დავაში ვარ და სამართალმა იცის პურის ჭამა. 

2013 წელს კრიშტიანო რონალდომ გახსნა ეს აკადემია. რა მივიღეთ დღეს? იმ ხალხისთვის ვლაპარაკობ, ვინც ამას შეგნებულად არ უყურებს. მამარდაშვილი, კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, ლოჩოშვილი. პარკაძე ისტორიაში პირველად პირდაპირ “ბაიერნში” გადავა. ამათზე დგას დღეს საქართველოს ნაკრები.

მე მზად ვარ დავთმო პრეზიდენტის თანამდებობა. მე მინდა მხოლოდ “დინამოს” კეთილდღეობა. გუნდში ათეულობით მილიონი ჩავდე, გავზარდე ვარსკვლავები, გავზარდე “დინამო აკადემიაში” იმ ოქრო ხახლთან ერთად, ვინც დღე და ღამე მუშაობს. აქ ბავშვები იზრდებიან ფეხბურთელებად და არაფერი აკლიათ.

შეცდომას ყველა უშვებს და შეცდომის გამოსწორება შეიძლება, თუმცა უმადურობა არის ყველაზე მძიმე რამ. მე რომ ვიყო მართალი ჩემ აქტიურ ქომაგებთან, აქვთ ლოგიკა მათ გამოხმაურებებს, წყენებს, სწორედ ამიტომ ვდგამ ამ ნაბიჯს. თუ ვინმე არის მზად უპასუხოს ამ ფინანსურ თემებს, მე მზად ვარ. სამოთხის ბაღი ჰქვია ამ ადგილს.

არის რამდენიმე უცხოური ინტერესი, მათ შორის, ერთი არასასურველი ქვეყნიდან, მაგრამ დასახელება არ მსურს კონკრეტულა. საქართველოდან, სამწუხაროდ, არავინაა. 

“დინამო” ჩემი ოჯახია. მის მოფერებაში და დავარცხნაში გავატარე 11 წელი. ეს არ არის უბრალოდ გუნდი, “დინამო” ქვეყნის სახეა” – განაცხადა ფიფიამ.

რომან ფიფიამ “დინამო” 2011 წელს ჩაიბარა და მას შემდეგ კლუბში უამრავი მწვრთნელი გამოიცვალა, უამრავი ცვლილება მოხდა, თუმცა რეალური შედეგი ვერ დაიდო.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“რუბინმა” 8 მილიონი მიიღო – რამდენი დარჩა ბათუმის “დინამოს”?

Transfermartk-ის ინფორმაციით, რომელმაც დღეს ხვიჩა კვარაცხელია 35 მილიონად შეაფასა, ყაზანის “რუბინმა” კვარას სანაცვლოდ 8 მილიონი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მერაბ მეტრეველი: “რამდენ ხანს გაქაჩავ ცუდი თამაშით?

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი აქტიურად აფასებს ქართული გუნდების და საქართველოს ნაკრების თამაშებს. ამჯერად, მან გიბრალტართან და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კვარაცხელიას გარეშე დარჩენილი გუნდი აირია! დღეს ანტი ფეხბურთი იყო!”

საქართველომ გიბრალტარი სტუმრად 1-2 დაამარცხა. გუნდს დამაჯერებელი გამარჯვება არ გამოუვიდა, მაგრამ ჯგუფი 16 ქულით პირველ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა კვლავ საუკეთესო იყო! გიბრალტარიდან მოყვარული ფეხბურთელი გამოირჩა!

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩი გამართა და გიბრალტარი 1-2 დაამარცხა. Sofascore-ს შეფასებით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა რეკორდზე მიდის! 30 მილიონი ევრო ისტორიაში პირველად

ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლიში” გადასვლის შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი გახდა და მის მიმართ დაინტერესება […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დომენიკო ლა მარკა: “კვარამ მთელი იტალია რონალდოსავით მოაჯადოვა”

იტალიელმა ჟურნალისტმა დომენიკო ლა მარკამ “ნაპოლის” ტრანსფერებზე ისაუბრა და მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია. “სეზონის [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“აფრიალებთ თქვენი შვილების ფოტოებს! იცით, რამდენს უყვარს ხვიჩა?” – დავით

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა დავით ბრაგვაძემ სოციალურ ქსელში საქართველო – ჩრდ.მაკედონიის შ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სჯობს მესის არ შეეხოთ! არგენტინა ლეოს ღმერთივით ეპყრობა (ვიდეო)

არგენტინამ ჰონდურასის ამხანაგურ მატჩში 3-0 დაამარცხა. ერთ-ერთ მომენტში მესის მხარი უხეშად ჰკრეს და სრულიად არგენტინის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შარაშენიძე: “ჩრდ.მაკედონიას კლასის ხარჯზე მოვუგეთ”

ლექტორმა თორნიკე შარაშენიძემ, რომელიც ფეხბურთზე საკმაოდ ხშირად წერს ხოლმე, საქართველო – ჩრდ.მაკედონიის მატჩი შეაფასა. “მაკედონიას [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბლაგოია მილევსკი: “უფრო მეტი დავიმსახურეთ, თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით”

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბლაგოია მილევსკიმ საქართველოსთან განცდილი მარცხის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. “ქართველებს ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავით გადელია: “სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა თამაში, აუარება შეცდომა”

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია საქართველო-ჩრდ.მაკედონიის მატჩს გამოეხმაურა. “სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა თამაში – აუარება...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია: “ძალიან ბევრი არ მოიქცეოდა ისე, როგორც ბუდუ”

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩრდ.მაკედონიას 2-0 დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა. “რა თქმა უნდა, ეს არის ფეხბურთი. ეს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

Ekipa: ჩრდ.მაკედონია საქართველოს UEFA-ში უჩივლებს

ჩრდ.მაკედონიას ნაკრებმა გუშინ ვარჯიშზე 45 წუთით დააგვიანა, რამაც გუნდის მთავარი მწვრთნელისა და წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოიწვია. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კახა კალაძე: “მესმის, თუ რატომ არ წაიყვანა “მილანმა” კვარა”

თბილისის მერმა და “მილანის” ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ “იმედი Live”-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. “ძალიან ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გურამ კაშია: “ჩაკვე ფეხბურთით ცხოვრობს”

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და “სლოვანის” ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ ჩრდ.მაკედონიასთან ხვალინდელ მატჩამდე ჩაკვეტაძეზე და ლოჩოშვილ...
წაკითხვა