რომან ფიფიას 13 ივნისის ქველმოქმედება
დღეს 2015 წლის 13 ივნისიდან 5 წელი გავიდა. 5 წლის წინ ქვეყანას უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს. 21 ადამიანი გარდაიცვალა და უამრავი ადამიანი სახლის გარეშე დარჩა. თბილისის “დინამო” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
“დღეს 13 ივნისია. ხუთი წლის წინ დიდი განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდით ყველანი. მხოლოდ ერთად დგომამ და ერთმანეთის დახმარებამ დაგვაძლევინა სირთულეები. ვუსამძიმრებთ სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულებს. ივნისის იმ მძიმე დღეებში ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი იყო მაქსიმუმი გაგვეკეთებინა დაზარალებული მოსახლეობისთვის. დინამოს ფეხბურთელები, თანამშრომლები, გულშემატკივრები, ყველანი გვერდში ედგნენ მოსახლეობას სტიქიის სავალალო შედეგებთან ბრძოლაში. წითელი ჯვრის მეშვეობით გავუწიეთ დახმარება დაზარალებულებს და რაც მთავარია ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ უსახლკაროდ დარჩენილ ხუთ ოჯახს შეუძინა საცხოვრებელი ფართი”, – წერია განცხადებაში.