რომანიოლი: “მსაჯი ყველა მინიმალურ კონტაქტზე გვაფრთხილებდა”
“მილანის” კაპიტანმა, ალესიო რომანიოლიმ იტალიის სუპერთასზე ტურინის “იუვენტუსთან” მარცხის შემდეგ მსაჯებზე ისაუბრა.
როგორც იცით, “იუვენტუსმა” “მილანი” რონალდუს მიერ 61-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა. 73-ე წუთზე არბიტრმა “როსონერის” ნახევარმცველს, ფრანკ კესიეს წითელი ბარათი უჩვენა. ბოლო წუთებში ტურინელთა საჯარიმოში კონტი წაიქცა, მილანელები თერთმეტმეტრიანის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ.
“ჩვენ ყველა მინიმალურ კონტაქტზე გვაფრთხილებდნენ. მე, გუნდის კაპიტანი თუ მსაჯთან მივიდოდი და საუბარს დავიწყებდი, ყვითელ ბარათს მიჩვენებდნენ – ეს ძალიან გამაღიზიანებელია. არბიტრებს პატივს ვცემთ, მაგრამ მათგანაც იგივეს უნდა ვიბრუნებდეთ. როცა ემრე ჩანმა კონტი წააქცია, მსაჯმა მითხრა, რომ ამ მომენტის ვიდეორეფერიზე გადამოწმებაც კი არ ღირდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უნდა გადაემოწმებინათ”, – ციტირებს რომანიოლის სიტყვებს Football Italia.
შეგახსენებთ, რომ მატჩის მთავარი არბიტრი ლუკა ბანტი იყო.