რომარიო: “მე მესიზე და მარადონაზე უკეთესი ვიყავი”
ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ, რომარიომ პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის საკუთარ თავს, როგორც ფეხბურთელს, მესისა და მარადონაზე წინ აყენებს.
“მესიმ მსოფლიო ჩემპიონატი უნდა მოიგოს. დიახ, ჩემი გადმოსახედიდან მარადონა მასზე უკეთესია,” – აცხადებს ბრაზილიელი FOX Sports-თან საუბრისას.
“ყველა ვარიანტში, მე მესიზე და მარადონაზე უკეთესი ვიყავი. ასე ვფიქრობ და ამას არც ვმალავ, ეს არაერთხელ მითქვამს.
დღესდღეობით, კლუბსა და ნაკრებში ნაჩვენები თამაშების გათვალისწინებით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს ნეიმარს მივცემდი,” – განაცხადა რომარიომ.