რომარიოსა და რონალდოს შორის დაპირისპირება გრძელდება

თარიღი: მარტი 26, 2014

ბრაზილიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელებს – რონალდოსა და რომარიოს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გრძელდება. მას შემდეგ, რაც რონალდომ ბრაზილიის ეროვნული კონგრესის ქვედა პალატის დეპუტატს უვიცი უწოდა, რომარიომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს შესთავაზა, რომ მატჩებზე დასასწრები 32 ათასი ბილეთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე გადაანაწილონ.

„როგორც ფეხბურთელს, პატივს გცემ, მაგრამ რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, ჩვენ ბარიკადების სხვადასხვა მხარეს ვდგავართ. სამი წლის წინათ შენ თქვი, რომ მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ბილეთებს გამოჰყოფდა. ახლა, როდესაც ბილეთები აღარ დარჩა, პასუხისმგებლობას იხსნი. შენი ეს ქმედება ცუდად წარმოგაჩენს“, – ნათქვამია რომარიოს მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილში.

გარდა ამისა, რომარიომ რონალდოს ფიფას გენერალური მდივნის, ჟერომ ვალკეს სიტყვები გაახსენა: „მისი თქმით, დიდი ხარჯებისა და სახელმწიფოს მიერ გაღებული ძალისხმევის მიუხედავად, ეს ტურნირი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ცუდი იქნება. ჩემი აზრით, შენი მეგობრის ეს მოსაზრება მკვეთრად განსხვავდება შენივე პოზიციისგან. ასე არ არის?“

შეგახსენებთ, რომ რონალდო 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი წევრია.

რაც შეეხება რომარიოს, ის ბრაზილიის სოციალისტური პარტიის წევრია, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი 2014 წლის მუნდიალს სკეპტიკურად უყურებს. რომარიომ იმ ადამიანების მოსაზრება გაიზიარა, რომლებიც ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებას აპროტესტებენ და არაერთხელ განაცხადა, რომ სტადიონების მშენებლობაში გახარჯული თანხა მრავალი ახალი სოციალური პროექტის განხორციელებას ეყოფოდა.

ბექა დოგრაშვილი



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რომელ ნაკრებს უქომაგებს ანჩელოტი მსოფლიოს ჩემპიონატზე

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თქვა, რომელ ნაკრებს უქომაგებს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შევჩენკო: “ეს არამხოლოდ ომი, არამედ უკრაინელი ერის გენოციდია”

უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ რუსი ხალხის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოტლანდიისა და უკრაინის ნაკრებებს შორის გასამართი მატჩის თარიღი ცნობილია

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო რაუნდის ნახევარფინალში შოტლანდიისა და უკრაინის ნაკრებებს შორის გასამართი მატჩის ჩატარების [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

კენი დალგლიში: “მიეცით უკრაინას მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური”

“ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა კენი დალგლიშმა თქვა, რომ უმჯობესი იქნება, თუ უკრაინის ნაკრებს 2022 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარი ნევილი: “1966 წლის შემდეგ საუკეთესო ნაკრები გვყავს”

ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი გარი ნევილი თვლის, რომ “სამ ლომს” 1966 წლის შემდეგ საუკეთესო გუნდი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნით მატჩში ყატარი არ ითამაშებს

2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ტურნირის მასპინძელი ყატარის ნაკრების თამაშით არ გაიხსნება. ფიფამ მსოფლიო პირველობის კალენდარი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მსოფლიოს ჩემპიონატისთვის წილი ნაყარია

ყატარის დედაქალაქ დოჰაში 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური სტადიის წილისყრა ჩატარდა. 32 გუნდი რვა ჯგუფში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფიფას მარტის თვის რეიტინგი გამოქვეყნდა

ფიფას მარტის თვის სანაკრებო რეიტინგი გამოქვეყნდა. სიაში საქართველოს ნაკრებმა წინა თვესთან შედარებით ერთი პოზიციით წინ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბონუჩი მუნდიალის შესარჩევი ეტაპის სისტემას აკრიტიკებს: “ყველაფერი ერთ მატჩში დავკარგ

იტალიის ნაკრების მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სისტემა გააკრიტიკა. “ყველაფერი ერთ მატჩში დავკარგეთ, [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუსეთის ნაკრებსა და რუსულ კლუბებს ფიფასა და უეფას ტურნირებში მონაწილეობა შეუჩერდათ

ფიფამ და უეფამ რუსეთის ნაკრები და რუსული კლუბები ყველა საერთაშორისო შეჯიბრიდან მოკვეთა. “ფიფასა და უეფას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოლონელები რუსებთან თამაშზე უარს აცხადებენ: “ამის უფლებას სინდისი არ გვაძლევს”

პოლონეთის ეროვნული გუნდი 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო რაუნდის ნახევარფინალში რუსეთის ნაკრებთან თამაშზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოლონელებს რუსებთან მატჩის ჩატარება ნეიტრალურ მოედანზე სურთ

24 მარტს, მოსკოვში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო რაუნდის ნახევარფინალში რუსეთის ნაკრები პოლონეთის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შევჩენკო პოლონეთის ნაკრებს ვერ ჩაიბარებს

ანდრეი შევჩენკო პოლონეთის ეროვნულ ნაკრებს სათავეში ვერ ჩაუდგება. როგორც უკრაინელი ჟურნალისტი იგორ ციგანიკი წერს, შევჩენკომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შევჩენკო ახალ მიწვევებს უკვე იღებს

იტალიური “ჯენოადან” ახლახან გათავისუფლებული ანდრეი შევჩენკო, როგორც ჩანს, უმუშევარი დიდხანს არ დარჩება. 45 წლის უკრაინელ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბონუჩი: “რონალდუ ფეხებში მიიღებს”

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო [&hellip...
წაკითხვა