“რომას” დირექტორი: ფინალში “რომა” და “ბაიერნი” უნდა გასულიყვნენ
“რომას” დირექტორმა, მონკიმ “ლივერპულთან” გამართული მატჩის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ვიდეორეფერის დანერგვის აუცილებლობაზე ისაუბრა.
მონკის თქმით, იტალიური ფეხბურთის წარმომადგენლებმა ხმა უნდა ამოიღონ.
“პირველ მატჩში გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაგვიტანეთ, დღეს კი ორი პენალტი არ დანიშნეს, აქედან ერთ შემთხვევაში კი მსაჯს წითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა. დროა, იტალიური ფეხბურთის წარმომადგენლებმა ხმა ამოიღონ. “რომას” და “იუვენტუსის” საწინააღმდეგოდ მსაჯებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს.
არ მესმის, რატომ არ იყენებენ ვიდეორეფერის ასეთი დონის ტურნირზე. ბიჭები გასახდელში ძალიან გაბრაზებულები შემოვიდნენ, ისინი 100 პროცენტით დაიხარჯნენ.
ფანებმა იხუმრეს კიდეც, რომ ვიდეორეფერის გამოყენების შემთხვევაში, ფინალში ერთმანეთს “ბაიერნი” და “რომა” დაუპირისპირდებოდნენ, მაგრამ რეალურად, ეს სიმართლეა”, – ციტირებს მონკის სიტყვებს Football-italia.