“რომას” კაბაიე სჭირდება
იტალიური კლუბის ხელმძღვანელობას “ნიუკასლის” ფეხბურთელის გადაბირება სურს.
არსებული ინფორმაციით, რომაელები იოან კაბაიეს შეძენით დაინტერესდნენ. როგორც ცნობილია, “მგლები” მზად არიან, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მოთამაშის სანაცვლოდ 12 მილიონი ფუნტი სტერლინგი გაიმეტონ.
მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “კაჭკაჭებმა” ლონდონის “არსენალი” ანალოგიური შემოთავაზებით უარით გაისტუმრეს, საეჭვოა, რომ “ჯალოროსოს” ამ მცდელობამ გაამართლოს.
შეგახსენებთ, “ნიუკასლმა” 27 წლის ნახევარმცველი 2010 წელს, ფრანგული “ლილიდან” გადაიბირა. სატრანსფერო ღირებულება საჯაროდ არ გახმაურებულა, თუმცა როგორც მედია ვარაუდობდა, ბრიტანელებმა კაბაიეს სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადეს. ამ დროის განმავლობაში, მან 82 მატჩის ჩატარება მოასწრო და 13 გოლის გატანა შეძლო.
სანდრო საპანაძე