“რომას” პრეზიდენტმა ლაურენტისს დასცინა: “ასეთს რას ეწევა ნეაპოლში?”
“რომას” პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა “ნაპოლის” პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის ბრალდებას დამცინავად პასუხობს. პალოტას კომენტარს “რომას” ოფიციალური გვერდი ავრცელებს Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ დე ლაურენტისმა პატარა ჩიტის მიერ ჩაჩურჩულებული ინფორმაცია მედიაში გააჟღერა, რომლის მიხედვითაც, “რომასა” და “ლივერპულს” საერთო მფლობელი ჰყავთ, რის გამოც არ შეიძლება, ორივე კლუბი ერთდროულად ასპარეზობდეს ჩემპიონთა ლიგაზე.
ჯეიმს პალოტა ამ ამბავს ასე გამოეხმაურა: “თქვენი აზრით, ასეთს რას ეწევა ლაურენტისი ნეაპოლში? კიდევ ერთ ჩიტს თუ იპოვის, ალბათ, გაიგებს, რომ “ბარსასა” და “ბაიერნსაც” მე ვფლობ.”
Pallotta: ‘What do you think @ADeLaurentiis is smoking over there in Naples? If he finds that little bird again, he’ll find out we also own Barca and Bayern’ ?
— AS Roma English (@ASRomaEN) August 17, 2018