„რომას“ სპორტული დირექტორი: „ტოტი ყველაფერს თვითონ გვიკარნახებს“
„რომას“ სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ ფრანჩესკო ტოტისთან კონტრაქტთან დაკავშირებული ჭორების შესახებ ისაუბრა.
„სიტუაცია ნათელია. ტოტის კონტრაქტი ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს და ჩვენ თავად ფრანჩესკოს გადაწყვეტილებას ველით. საკუთარ მომავალს მხოლოდ ის გვიკარნახებს“, – განაცხადა საბატინიმ.