რომელ ადგილზე გაამწესა FourFourTwo-მ ქინქლაძე პრემიერლიგის საუკეთესო ლეგიონერთა სიაში
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა საფეხბურთო გამოცემა FourFourTwo-მ ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე დროის (1992 წლიდან) საუკეთესო ლეგიონერთა ასეული დაასახელა. რეიტინგში გიორგი ქინქლაძე 52-ე პოზიციაზე გაამწესეს.
FourFourTwo ქინქლაძის შესახებ წერს:
“მანჩესტერ სიტის” ფანების მიერ სიმღერაში უკვდავყოფილი ქინქლაძე რჩება პრემიერლიგის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ოსტატად, რომლის გუნდიც უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად უფრო იბრძოდა, ვიდრე საჩემპიონო ტიტულისთვის. მოედანზე მისი ფრენა კლუბის ჩემპიონშიფში გავარდნით დასრულდა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ქინქლაძეს კონტინენტის სხვადასხვა კლუბებს უკავშირებდნენ, იგი “მეინ როუდზე” კიდევ ორი წლით დარჩა. მოგვიანებით მან ინგლისური ფეხბურთი “დერბიში” ყოფნისას კვლავ გაგვილამაზა, მაგრამ იგი მანჩესტერულ კლუბში თამაშითა და გოლებით უფრო დაგვამახსოვრდა”.
სიის პირველი ოცეული ასე გამოიყურება:
1. კრიშტიანუ რონალდუ
2. ტიერი ანრი
3. ერიკ კანტონა
4. დენის ბერგკამპი
5. დიდიე დროგბა
6. სერხიო აგუერო
7. ჯანფრანკო ძოლა
8. პატრიკ ვიეირა
9. პეტერ შმეიხელი
10. დავიდ ჟინოლა
11. რუდ ვან ნისტელროი
12. ლუის სუარესი
13. პეტრ ჩეხი
14. დავიდ სილვა
15. ედვინ ვან დერ სარი
16. ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი
17. კარლოს ტევესი
18. იაია ტურე
19. რობინ ვან პერსი
20. პაოლო დი კანიო