რომელ ჩემპიონატში გადის ყველაზე მეტი გოლი
მართალია, ჩვენს მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემები ბოლოს ვერ მოუღებს დავას იმაზე, თუ რომელია მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატი, მაგრამ იმაში მაინც დაგარწმუნებთ, რომ მიმდინარე სეზონში (ამ დროისთვის) ყველაზე მეტი გოლი ესპანურ ლა ლიგაში გადის.
როგორც ესპანური გამოცემა, Marca გვატყობინებს, საშუალოდ, პრიმერას თითო მატჩში 2.9 გოლი გადის. ამ შედეგით ლა ლიგა პრემიერ ლიგასაც უსწრებს (სულ რაღაც 0.04 გოლით), ისევე როგორც სერია ა-ს (2.75), ერედივიზიონს (2.7), ბუნდესლიგასა (2.66) და ლიგა 1-ს (2.5).
აღსანიშნავია, რომ გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი მიმდინარე სეზონში, “მონაკო”, ლიგა 1-ში ასპარეზობს. მის ანგარიშზე 64 გოლია. “მონაკოს” 51-51 გოლით “ბარსელონა” და “ლივერპული” მოსდევს. “იუვეს” ანგარიშზე კი 20 მატჩში გატანილი მხოლოდ 42 გოლია.
რაც შეეხება ლა ლიგის საუკეთესო მაჩვენებელს, ის 1950/51 წლების სეზონში დაფიქსირდა, როდესაც თითო მატჩში საშუალოდ 4.59 გოლი გადიოდა.
1. ლა ლიგა – საშუალოდ 2.9 გოლი
2. პრემიერ ლიგა – საშუალოდ 2.86 გოლი
3. სერია ა – საშუალოდ 2.75 გოლი
4. ერედივიზიონი – საშუალოდ 2.7 გოლი
5. ბუნდესლიგა – საშუალოდ 2.66 გოლი
6. ლიგა 1 – საშუალოდ 2.5 გოლი
7. თურქული სუპერ ლიგა – საშუალოდ 2.46 გოლი
8. პორტუგალიური პრიმერა ლიგა – საშუალოდ 2.37 გოლი