რომელ ენაზე ესაუბრებიან ბელგიელი ფეხბურთელები ერთმანეთს?

თარიღი: ივლისი 3, 2018

ფეხბურთში სასაუბრო ენა ძალიან მნიშვნელოვანია. როცა მწვრთნელი მითითებებს გაძლევს ან თანაგუნდელთან საუბარი გსურს, მისი უნდა გესმოდეს.

საინტერესოა, რომელ ენაზე ესაუბრებიან ბელგიის ნაკრების ფეხბურთელები ერთმანეთს, მაშინ, როცა ბელგია მრავალენოვანი ქვეყანაა და მისი ოფიციალური ენები ჰოლანდიური, ფრანგული და გერმანულია.

“ბიბისის” ცნობით, ფეხბურთელები ერთმანეთს არც ჰოლანდიურად და არც ფრანგულად არ ესაუბრებიან, ისინი ერთმანეთს ინგლისურად ელაპარაკებიან. მაგალითად, ინგლისისა და ბელგიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას, ბელგიელები ერთმანეთს ინგლისურად ელაპარაკებოდნენ, რამაც ბრიტანელები გააკვირვა.

ბელგიის მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ფლანდრიის რეგიონში ცხოვრობს (მოსახლეობა – 6 078 600), ჰოლანდიურად საუბრობს. მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი ფრანგულად ლაპარაკობს, მცირე ნაწილი კი – გერმანულად. შესაბამისად, ბელგიის ნაკრების წევრებს ერთი საერთო მშობლიური ენა არ აქვთ. მაგალითად, კევინ დე ბრუინი გენტში, ფლანდრიის რეგიონში დაიბადა და მისი მშობლიური ენა ჰოლანდიურია, ედენ აზარი კი ვალონიის რეგიონიდან არის და ის ფრანგულად საუბრობს.

2014 წელს, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე დარბაზში ტომას ვერმაელენი და აქსელ ვიტსელი ერთად გამოცხადდნენ – ვერმაელენმა საუბარი ჰოლანდიურად დაიწყო, ვიტსელმა კი – ფრანგულად.


ეთნიკური მრავალფეროვნება

შესაძლოა, სხვა ქვეყნებში ეს უცნაურად მიაჩნდეთ, მაგრამ ბელგიაში ყველაფერი სასაუბრო ენის მიხედვით იყოფა – პოლიტიკური პარტიები, სკოლები, ჟურნალები და გაზეთები. ამავდროულად, ქვეყანაში ძალიან ბევრი მიგრანტია, ისინი კი არც ჰოლანდიურად საუბრობენ და არც ფრანგულად, ამიტომ მათი საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის ინგლისურ ენას იყენებენ.

ბელგიის ნაკრებშიც რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, რომელიც მიგრანტთა ოჯახს წარმოადგენს, ამიტომ მათ კიდევ უფრო მეტი ენა იციან. რომელუ ლუკაკუს მშობლები კონგოელი მიგრანტები არიან, თავად ფეხბურთელი ანტვერპენშია დაბადებული. მან ექვსი ენა იცის – ჰოლანდიური, ფრანგული, ინგლისური, ესპანური, პორტუგალიური და სუაჰილური (ერთაშორის ურთიერთობის ენა აღმოსავლეთ აფრიკაში). ნაკრების კაპიტანს, ვინსენ კომპანის საუბარი ხუთ ენაზე შეუძლია.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ასტონ ვილას” ფეხბურთელები “ვესტ ჰემთან” მატჩში ერთმანეთს დაუპირის

16 სექტემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-5 ტურში “ასტონ ვილამ” საკუთარ მოედანზე “ვესტ ჰემი” მიიღო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კოუტინიო: “ბაიერნში” ყოფილი კლუბისგან განსხვავებით ოჯახური ატმოსფეროა”

კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ, “ბაიერნში” გადაბარგების შემდეგ პრესასთან კომენტარი გააკე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: “მანჩესტერ იუნაიტედმა” დავიდ დე ხეას კონტრაქტი გაუხანგრძლივა

“მანჩესტერ იუნაიტედის” კარის დარაჯმა, დავიდ დე ხეამ, კლუბთან ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამ ინფორმაციას “მანკუნიანელების”...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფრანკ რიბერის ბრწყინვალე თამაში კრიშტიანო რონალდუს წინააღმდეგ (ვიდეო)

14 სექტემბერს, იტალიის სერია A-ში “ფიორენტინამ” საკუთარ მოედანზე “იუვენტუსი” მიიღო და ფრედ 0:0 ითამაშა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნევილი: “რაიოლა არა მხოლოდ “იუნაიტედის”, არამედ მთელი ევროპის სირცხვილია

გარი ნევილმა “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგ ლიდერ პოლ პოგბაზე საუბრისას მისი აგენტი, მინო რაიოლა, საჯაროდ გაკიცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლორენტე “ლივერპულთან” მატჩის წინ: “შურისძიება მწყურია”

“ნაპოლის” თავდამსხმელმა, ფერნანდო ლორენტემ, ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულთან” გასამართ მატჩამდე პრესასთან ინტერვიუ ჩაწერა. შეგახს...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულს” ორიგი გამოაკლდა

გასულ უქმეებზე “ლივერპულის” თავდამსხმელმა დივოკ ორიგიმ “ნიუკასლ იუნაიტედთან” მატჩი (3:1) სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიელი ჟურნალისტი რომელუ ლუკაკუზე ნათქვამის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

მილანის “ინტერის” თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ სერია A-ში გადაბარგების შემდეგ ყურადღების ცენტრში რამდენჯერმე მოხვდა, რისი მიზეზიც […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ემოციური კადრები – რონალდუს რეაქცია, როცა მამის აქამდე უცნობი კადრები ნახა (ვიდეო)

ბრიტანული ტელევიზია ITV-ის ჟურნალისტმა პირს მორგანმა კრიშტიანო რონალდუს ინტერვიუ ჩამოართვა. ჟურნალისტი ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელს პირ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვარდიოლა: “სტერლინგს შეუძლია, მესისა და რონალდუს დონეზე ასვლა”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა “ქალაქელთა” ერთ-ერთი ლიდერის, რაჰიმ სტერლ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კობიაშვილი: “ვაისის მიმართ დიდი ინტერესია”

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი გადაცემაში “სპორტი იმედზე” იყო მიწვეული და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

პაკო ალკასერი: “ბარსელონაში” ძალიან ცუდად მექცეოდნენ”

დორტმუნდის “ბორუსიას” ესპანელმა თავდამსხმელმა, პაკო ალკასერმა, “ბარსელონასთან” გასამართ საჩემპიონთალიგო მატჩამდე პრესასთან ისა...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი აბურჯანიამ “ტვენტეში” პირველი გოლი შეაგდო (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი აბურჯანიამ ჰოლანდიურ “ტვენტეში” სადებიუტო გოლი გაიტანა. “ფორტუნა სიტარდის”...
წაკითხვა
ფეხბურთი

რატომ არ იცვამს იურგენ კლოპი კლასიკურად მატჩისთვის?

მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, რომელიც ქარიზმატული ხასიათითაა გამორჩეული, განმარტავს თუ რატომ არ იცვამს [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ვალდესმა “ბარსელონას” 19-წლამდე გუნდში სამწვრთნელო დებიუტი გაძევებით და

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილ მეკარეს, ვიქტორ ვალდესს კატალონიელთა 19-წლამდე გუნდის მწვრთნელის რანგში შინაურ კედლებში დებიუტი ჰქონდა. [&he...
წაკითხვა