რომელ გუნდს ჰყავს ეროვნულ ლიგაში ყველაზე მეტი ლეგიონერი?
ეროვნულ ლიგა ახალი სეზონს გასული წლის გამორჩეული ქართველი ფეხბურთელებისა გარეშე და ახალი ლეგიონერებით ხვდება.
საქართველოს ჩემპიონატი ლაზარე კუპატაძემ, ზურიკო დავითაშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ლევან ხარაბაძემ, ირაკლი ბუღრიძემ, ლუკა ლოჩოშვილმა, გიორგი გაბედავამ და სხვა ქართველებმა დატოვეს.
“საბურთალომ” კუპატაძის ნაცვლად უკრაინელი მეკარე, დენის შელიხოვი დაიმატა, რომელიც თურქულ შეკრებაზე ძალზე არადამაჯერებლად გამოიყურება. “საბურთალოს” შელიხოვის გარდა კენიელი ალვინ ტერა, კოტ’დიუვარელი ანტე გი და ფრანგი ვაგნერ გონსალვეში ჰყავს შემადგენლობაში. სწორედ ვაგნერ გონსალვეშია ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე – 750 ათასი ევროს ღირებულებით.
ქუთაისის “ტორპედოს” ლაზარ მარინი, არფანგ დაფეი, მარეკ ჰლინკა და მილოშ ლაჩნი დაემშვიდობნენ. გუნდმა ოლექსანდრ აზაცკის შენარჩუნება შეძლო. თავის მხრივ, მონტენეგროელი ნიკოლა სტიეპოვიჩი, უკრაინის მოქალაქეობის მქონე ამბროსი ჩაჩუა და ბრაზილიელი რიჩარდ ლუკა დაიმატა.
თბილისის “დინამოში” ჩისკოს დაბრუნების შემდეგ ესპანური დესანტი გადმოისხა და თბილისელებს 4 ესპანელი, 1 ალჟირელი და 1 არგენტინელი შეუერთდნენ. მოლდოველია სტეფან სიკაჩი და დმიტრო ივანისენია ქართულ-უკრაინული მოქალაქეობით გამოირჩევა.
ინტერნაციონალური გუნდი ჰყავს გორელებს, სადაც ბრაზილიელი, კენიელი, განელი, ნიგერიელი, ტოგოელი, კაბო ვერდელი და უკრაინელი ლეგიონერები არიან. “დილაში” სულ 7 უცხოელი თამაშობს და კლუბის მთავარ ძალას სწორედ ისინი შეადგენენ.
ბათუმის “დინამოში” ბრაზილიელი ფლამარიონი ირჯება, “ლოკომოტივში” ამერიკელი ვილი ჯონი, “ჩიხურაში” ბოსნიელი დინო ჰამზიჩი, “რუსთავში” კი რუსები, სოსლან ტაკულოვი და გეორგ ბუგულოვი არიან.
“ვიტ ჯორჯიაში” და ბოლნისის “სიონში” ლეგიონერები არ ირიცხებიან.