რომელ კლუბებს გულშემატკივრობდნენ ფეხბურთის ვარსკვლავები ბავშვობაში
კრიშტიანო რონალდუ – “ბენფიკა”
მიუხედავად იმისა, რომ რონალდუ ლისაბონის “სპორტინგის” ფეხბურთელი იყო, ის “ბენფიკას” გულშემატკივრობდა.
ანდრეს ინიესტა – მადრიდის “რეალი”
დიდი ხნის წინ, ანდრეს ინიესტამ ერთ-ერთ ესპანურ ტელევიასთან ინტერვიუში განაცხადა: “დიახ, ბავშვობაში მადრიდის “რეალს” ვგულშემატკივრობდი.”
სერხიო აგუერო – “ლივერპული”
2006 წელს, აგუერომ ასეთი რამ განაცხადა: “რაც მახსოვს, ყოველთვის “ლივერპულის” გულშემატკივარი ვიყავი და ამ კლუბში თამაში ჩემი ოცნებაა. ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვუყურე და გოლები ისე აღვნიშნე, თითქოს ისინი მე გამქონდა.”
ანტუან გრიზმანი – “ლიონი”
გრიზმანი ქალაქ მაკონში გაიზარდა, რომელიც ლიონიდან 72 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ერთხელ, მან თავის საყვარელ კლუბში სინჯები გაიარა, თუმცა მწვრთნელებმა ის არ დაიტოვეს.
გარეტ ბეილი – “არსენალი”
“რეალში” გადასვლის შემდეგ, გარეტ ბეილმა ესპანურ პრესას უთხა, რომ ის ბავშვობაში “არსენალს” გულშემატკივრობდა და ტიერი ანრითა და პატრიკ ვიეირათი აღტაცებული იყო.
ჯონ ტერი – “მანჩესტერ იუნაიტედი”
2006 წელს, ჯონ ტერიმ “გარდიანს” უთხრა: “ბავშვობაში “მანჩესტერ იუნაიტედს” ვგულშემატკივრობდი. როცა პატარა ხარ, იმ გუნდს უჭერ მხარს, რომელიც ხშირად იმარჯვებს.”
ისკო – “ბარსელონა”
ისკო “ბარსელონას” მაისურითაც არაერთხელ უნახავთ. ბევრმა იცის, რომ მის ძახლს მესი ჰქვია.
მარიო ბალოტელი – “მილანი”
ბალოტელი ჯერ კიდევ “ინტერის” ფეხბურთელი იყო, როცა განაცხადა: “მე მილანისტა ვარ. ეს არ იცოდით?”