რომელ ფეხბურთელებს უხდიან ყველაზე მეტს ამ სეზონში?
ფრანგულმა ჟურნალმა “ფრანს ფუტბოლმა” 2018-2019 წლების სეზონის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშეთა სია გამოაქვეყნა.
რეიტინგის შედგენისას როგორც სახელფასო ოდენობა (დაქვითამდე), ასევე ბონუსები და სხვადასხვა კომერციული შემოსავლები გაითვალისწინეს.
მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი გახლავთ, რომლის საერთო წლიური შემოსავალიც 130 მილიონ ევროს შეადგენს. მეორე ადგილი 113 მილიონი ევროთი ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს უკავია, ხოლო სამეულს “პარი სენ-ჟერმენის” შემტევი ნეიმარი 91,5 მილიონით ხურავს.
მიმდინარე სეზონში ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშეთა ოცეული ასე გამოიყურება:
1. ლიონელ მესი (“ბარსელონა”) – 130 მილიონი ევრო;
2. კრიშტიანუ რონალდუ (“იუვენტუსი”) – 113;
3. ნეიმარი (“პსჟ”) – 91,5;
4. ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”) – 44;
5. გარეტ ბეილი (“რეალი”) – 40,2;
6. ანდრეს ინიესტა (“ვისელ კობე”) – 33;
7. ალექსის სანჩესი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 30,7;
8. ფილიპე კოუტინიო (“ბარსელონა”) – 30;
9. ესეკიელ ლავესი (“ჰებეი ჩაინა ფორჩუნი”) – 28,3;
10. ლუის სუარესი (“ბარსელონა”) – 28;
11. ჟერარ პიკე (“ბარსელონა”) – 27;
12. ტონი კროოსი (“რეალი”) – 26,3;
13. მესუთ იოზილი (“არსენალი”) – 25,8;
14. კილიან მბაპე (“პსჟ”) – 25;
15-16. ოსკარი (“შანხაი ტელეისი”) – 24,3;
15-16. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) – 24,3;
17. კევინ დე ბრეინე (“მანჩესტერ სიტი”) – 23,5;
18. ჰალკი (“შანხაი ტელეისი”) – 23,4;
19. პოლ პოგბა (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 23,3;
20. სერხიო რამოსი (“რეალი”) – 23.