რომელ ფეხბურთელს ჩააცმევდა შვაინშტაიგერი “ბაიერნის” ფორმას?
32 წლის გერმანელმა ნახევარმცველმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა განაცხადა, რომ “ბაიერნის” მაისურში ყველაზე მეტად “ბარსელონას” ბრაზილიელი თავდამსხმელის, ნეიმარის ხილვა სურს.
შეგახსენებთ, რომ “ბაიერნში” შვაინშტაიგერი 13 წლის მანძილზე თამაშობდა.
“რთულია თქმა, მაგრამ თუ მაინც მომიწევს ერთი ფეხბურთელის ამორჩევა, არჩევანს ნეიმარზე გავაკეთებდი. მას დიდი სიამოვნებით ვიხილავდი “ბაიერნის” ფორმაში.
სიმართლე გითხრათ, მე მისი ერთგვარი ფანიც ვარ. მე არა მარტო მისი სათამაშო სტილი, არამედ ხასიათი და პიროვნული თვისებებიც მხიბლავს,” – აცხადებს გერმანელი ნახევარმცველი.