რომელი გუნდი უხდის ფეხბურთელებს ყველაზე მეტ ხელფასს? – ფეხბურთის ფონდის ანგარიში
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებულ 2018 წლის ანგარიშში მითითებულია ფონდის მიერ კლუბებისთვის საბაზისო და სტიმულირების კალათიდან გადარიცხული თანხების ოდენობა, 2018 წელს გამომუშავებული საპრემიო და საპრიზო თანხები. ასევე სხვა განხორცილებული და დაფინანსებულ პროექტები.
ყველაზე მეტი ფული საპრემიო და საბაზისო დაფინანსებიდან “ტორპედომ” მიიღო – 2 მილიონ 505 ათასი ლარი. შემდეგ “საბურთალო” 2 მილიონ 463 ათასით და “დინამო” 2322000 ლარით მოდის. ეროვნულ ლიგა 2-ში ბათუმის “დინამო” და მარტივის “მერანი” გამოირჩევიან.
მასობრივ და საგანმანათლებო პროექტებში საფეხბურთო სკოლების დაფუძნება/განვითარებაზე მილიონ ლარ მეტი დაიხარჯა. ფუტზალისთვის და პოლარის სისტემისთვის 300 000-300 000 გაიცა.
როგორც დეტალური ანგარიშიდან ირკვევა, ყველაზე მეტად ხელფასს ფეხბურთელებს ფონდიდან მიღებული სახსრებიდან “ლოკომოტივი” უხდიდა – 278 000 ლარი, ხოლო, სამწვრთნელ შტაბზე – 122 000 ლარი თბილისის “დინამომ” გადაიხადა.
საერთო ჯამში, ხელფასებში 52% მიდის და სატრანსფერო ხარჯებისთვის 0.6%.