რომელი კლუბის აღზრდილები თამაშობენ ევროპულ ჩემპიონატებში ყველაზე დიდი რაოდენობით
სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) გამოაქვეყნა მონაცემები, თუ რომელი კლუბების აღზრდილები თამაშობენ ევროპის 31 მოწინავე ჩემპიონატში ყველაზე დიდი რაოდენობით.
რეიტინგი ასი კლუბისგან შედგება და სიაში ის კლუბებია აღრიცხული, რომლებშიც 15-დან 21 წლამდე ასაკის ფეხბურთელებს მინიმუმ სამი სეზონის განმავლობაში უთამაშიათ.
სიას სათავეში უდგას ამსტერდამის “აიაქსი”, რომლის მიერ აღზრდილი 77 ფეხბურთელი თამაშობს წამყვანი ევროპული ქვეყნების ჩემპიონატებში. 74 მოთამაშით მეორე ადგილზეა ბელგრადის “პარტიზანი”. საუკეთესო სამეულს 57 ფეხბურთელით “ბარსელონა” ხურავს.
მეოთხე-მეხუთე ადგილებს 50-50 ფეხბურთელით ზაგრების “დინამო” და დონეცკის “შახტარი” იყოფენ.
ქვეყნების მიხედვით, სიაში საუკეთესო პოზიცია უკავია საფრანგეთს, რომელიც 14 კლუბით არის წარმოდგენილი. საფრანგეთთან შედარებით ექვსი კლუბით ნაკლები ჰყავს ესპანეთსა და ჰოლანდიას. აღსანიშნავია, რომ სიაში საერთოდ ვერ მოხვდნენ თურქული, კვიპროსული, რუმინული და ნორვეგიული კლუბები.
აქვე გთავაზობთ სრულს სიას: სრული სია